From :
To : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
Subject : FW: მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგი
Received On : 10.02.2020 10:49
Attachments :

 

 

 

From: SDGs Secretariat [mailto:sdgcouncil@gov.ge]
Sent: 06 February, 2020 18:27
To: SDGs Secretariat
Cc: Giorgi Sakhokia; Ana Kvernadze; Giorgi Bobghiashvili; Natia Tsikaradze
Subject:
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგი

 

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილი, 2020 წლიდან იწყება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგი, რომელიც დაფარავს 2015-2019 წლების პერიოდს. SDG-ების შესრულების მონიტორინგი განხორციელდება მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით, სადაც თითოეული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებისთვის შექმნილია მომხმარებლის ანგარიში. 

 

ზემოთხსენებული ელექტრონული სისტემის საშუალებით, მთავრობის ადმინისტრაციის (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს) მიერ განხორციელდება დავალების გაცემა ანგარიშის შევსებასთან დაკავშირებით და შედეგად ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ  შეტყობინებას ელ-ფოსტაზე, რომლის შესაბამისად მათ უნდა უზრუნველყონ ამოცანის განხორციელების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება 2019 წლის მდგომარეობით.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ამ წერილის შემდეგ ელ. ფოსტაზე დამატებით ინდივიდუალურად (მათ ვინც რეგისტრირებულია სისტემაში) მიიღებთ შეტყობინებას მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში მუშაობისთვის განკუთვნილი თქვენი ანგარიშის განახლებულ პაროლთან (password) დაკავშირებით  (სისტემაში შესასვლელად მომხმარებლის ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელ. ფოსტა).

 

თანდართული სახით ასევე გიგზავნით სახელმძღვანელოს, რომელიც აღწერს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის ანგარიშგების ფუნქციონალს, სადაც დეტალურად არის განმარტებული ანგარიშგების პროცესი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს (sdgcouncil@gov.ge; ტელ: 032 2 990900 - 2004) 

 

 

პატივისცემით,

 

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო

SDGs Council Secretariat
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

Administration of the Government of Georgia

7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M: +995 577209969
T: 032990900, 2004

QR-Code Generator