From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : etikaradze@yahoo.de
Subject : Fwd: ინფორმაციები
Received On : 08.07.2019 20:23
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Date: July 2, 2019 at 1:53:22 PM GMT+4
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Cc: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ინფორმაციები

მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, ბატონო გიორგი!


(1)  მოგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძალისხმევით, სამინისტროს დეპარტამენტებმა  შეიმუშავეს საკუთარი დებულებები, რომლებიც დამტკიცდა მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის N1 ბრძანებით. ეს ბრძანება გახლდათ ნორმატიული აქტი.

თავდაპირველად, ამ დებულებებში არსებობდა ჩანაწერი კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებაზე კურატორი მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრისათვის.

ანგარიშების  წარდგენის პროცესი მოიშალა ამ მოთხოვნის წაუყენებლობასთან ერთად - აღარ იყო ეს საკითხი აქტუალური.

შიდა აუდიტის დეპარტამენტი განაგრძობდა ანგარიშების კვარტალურად და წლიურად მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას.

ეხლა, ქალბატონი სოფო ბელქანიას მოთხოვნის შემდეგ, წარმოგიდგენთ ანგარიშებს მინისტრისათვის წარდგენილი ფორმით.

 

 (2) აქვე დამატებით მოგახსენებთ, რომ რამდენადაც დაინტერესება გამოითქვა სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ჩვენ ოფიციალურ და არაოფიციალურ მასალებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


 (3) ასევე, უნდა მოგახსენოთ, რომ 2017 წლამდე შიდა აუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ანხორციელებდა თანამშრომელთა დისციპლინის ამაღლება/შენარჩუნების მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ეს მიმართულება ჩამოგვერთვა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და მინისტრის ინიციატივით. ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზები, რაც ძალიან ინფორმატიულია და თუ იქნება საჭიროება, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხებზე, მაგრამ, ამ ეტაპზე, მე უფრო საჭიროდ  მიმაჩნია ქმედებების გაძლიერება, რაც ბატონი გიორგის დავალებით დავიწყეთ უკვე და შედეგებსაც მალე ვიგრძნობთ.

აქვე დავძენ, რომ ახალი ტურნიკეტების შესყიდვის საკითხი წარდგენილია მთავრობის სხდომისათვის და შესყიდვის შემდეგ, ახალი პირადობის მოწმობებიც გახდება დასამზადებელი.

1 ივლისიდან კი უკვე ხორციელდება ანალიზი თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების თაობაზე, ხოლო გასულ კვირაში გაფრთხილებული იქნა აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტი და სსიპ, რომ განხორციელდება შემოწმებები. წინა პერიოდში, ყოველკვირეულად მასალებს ვუგზავნიდით იმავე დეპარტამენტებს, სადაც ვლინდებოდა დარღვევები იმისათვის, რომ გაეკეთებინათ განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ ვახორციელებდით დისციპლინურ დევნას.

ასევე, 2019 წლის პირველიდან 25 ივნისამდე პერიოდის მასალებს ამ მიმართულებით, დეპარტამენტების მიხედვით, უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ანალიტიკის სახით.


(4) ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში პროგრესის მიღწევა. როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის ბრძანებით, აგერ უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ პროცესები გაჩერდა და ამის ერთერთი მიზეზი გახლავთ, მოსამსახურეების რიცხოვნობის გაუკონტროლებელი მატება, რაც ერთერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ჩვენ ჩამოგვერთვა სამსახურში თანამშრომელთა ყოფნის კონტროლი.

ვფიქრობ, ამ მიმართულებაზე ყურადღება გასამახვილებელია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, დავალების შემთხვევაში.


გარდა ამისა, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს მიმართულება, სადაც სრულად არის დალაგებული სიტუაცია. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალურ სფეროს (სოციალური მუშაკების თემა, ტრანსპორტის თემა და ა.შ.), წამლის სააგენტოს თემას და მრავალ სხვას.


პ.ს. გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ქალაბატონი ეკას მიმართ და არ მსურს პრობლემურ თემებზე დამღლელი საუბრებით ვიყო დაკავებული, ამიტომ ვფიქრობ, ბატონ გიორგისთან ერთად ჩამოვაყალიბო მოქმედების გეგმა და განხილვის შემდგომ, ვიმოქმედოთ ამ გეგმის მიხედვით.

 

მადლობა.

 

პატივისცემით, კახა ძიმისტარიშვილი