|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის
უფროსის კახაბერ ძიმისტარიშვილის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, თქვენი სიტყვიერი დავალების თანახმად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით. ანალიზისათვის გამოყენებულია ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოში დაცულ მონაცემები და მივლინებული პირებისაგან მიღებული ინფორმაცია იმ კონკრეტული თემების შესახებ, რამაც განაპირობა მივლინების საჭიროება. შესაბამისად, ინფორმაციაში გაანალიზებულია თანამშრომელთა მივლინებების საფუძვლები და მიზეზები რაოდენობრივ და თვისობრივ ჭრილში. რაც შეეხება მივლინებების შედეგად მიღებულ სარგებელს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არც მივლინებათა მარეგულირებელი წესით არის განსაზღვრული და შესაბამისად, არც დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაშია ასახული. ამდენად, იმის გასაანალიზებლად, თუ ფაქტობრივად რა თვისობრივი შედეგები მოყვა ამა თუ იმ მივლინებას (მივლინებაში მყოფი კონკრეტული თანამშრომლების ჭრილში), მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ სათანადო დეტალური ინფორმაცია, რომლის მოპოვებასა და დამატებით გაანალიზებასაც, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, განახორციელებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
დანართი: 17 ფურცელი პატივისცემით,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ ძიმისტარიშვილი |