From : Giorgi Oragvelidze <oragvelidze.giorgi@gmail.com>
To : Zurab Batiashvili <ZBatiashvili@moh.gov.ge>
Subject : Re: jandacva-satesto monacemebi
Cc : khatuna zaldastanishvili <khzaldastani@gmail.com>
Received On : 06.06.2019 08:20
Attachments :


გამარჯობა ქალბატონო ხათუნა, ბატონო ზურა

 

გიგზავნით ჩემს 6 თვის წინანდელ შემოთავაზებას, სადაც ჩანს სრულად ფუნქციონალიც და ფასიც. ჩემი დაპირება იყო, რომ არ შეგაფერხeბდით არსებული ფუნქციონალის ფარგლებში მარტივ ცვლილებებში და პროექტს ჩაგაბარებდით მაქსიმუმ 1 თვეში.

მთავარი არსი რაც აქვს არსებულ პროგრამას არის შემდეგი:

1)     არსებობს ცალკე ცხრილი მოსწავლეების/ექიმების (შეიძლება მსმენელი დავარქვათ)

2)     არსებობს ცალკე ცხრილი ლექტორების (ლექტორი ვერ იქნება მოსწავლეც პარალელურად)

3)     არსებობს ცხრილი, რომელიც განსაზღვრას თუ რა ლოკაციაზე რა ლექცია უნდა გაიმართოს და რა დროს. აქვე ჩანს ვინ არის ლექტორი ან ლექტორები ამ ლექციაზე

4)     არსებობს ცალკე ცხრილი, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი მოსწავლე/ექიმი უნდა დაესწროს კონკრეტულ ლექციას

მ ოთხი ცხრილის საფუძველზე GPS ტექნოლოგიით ვადგენთ, თუ რომელი მოსწავლე/ექიმი დასწრო კონკრეტულ ლექციას და ამ დასწრებიდან გამომდინარე ვანიჭებთ მას კონკრეტულ ქულას.

არსებობს მოხერხებული და ლამაზი აპლიკაცია ანდროიდ და აიფონ მობილურებისთვის.

არსებობს მარტივი (არა მაინც და მაინც დიზაინერულად დახვეწილი) სამართავი პანელი ამ ყველაფრის სამართავად.

ვფიქრომ თქვენ თავდაპირველად დასმულ ამოცანას ეს სოფთი უპრობლემოდ მოემსახურებოდა და გავიგებდით მარტივად დაესწრო მსმენელი კონკრეტულ ლექციას თუ არა.

ახალი ტექ დავალებით. რომელიც უფრო დახვეწილია და მორგებულია თქვენს სამინისტროზე. ფაქტიურად ვერ ვინარჩუნებ ვერც ერთ არსებულ მოდულს და მიწევს სრულიად ახლიდან დავწერო სოფთი. ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ მიცვლის ჩაბარების ვადას და ბიუჯეტს. დამჭირდება მინიმუმ 2 თვე და 18,000 ლარის ჩარიცხვა მასიმუმ 6 თვის განმავლობაში.

 ძირითად ცვლილებებს იწვევს შემდეგი საკითხები:

1)     გაჩნდა ლექციამდე დასვლის რამოდენიმე დონიანი სისტემა, ჯერ პროგრამა, შემდეგ კურსი, შემდეგ ლექცია

2)     გაჩნდა აქტივობის 2 სხვადასხვა ფორმა, დასწრებული და დაუსწრებელი

3)     შემოვიდა რაღაც ვადების კონტროლის სისტემა

4)     ჩანაწერის რედაქტირებისას უნდა ვინახო ძველი არსებული ჩანაწერები სადღაც

5)     გაჩნდა კონფერენციების თემა, რომლებიც ჯერ ზუსტად არ ჩანს როგორ უნდა აღირიცხოს

6)     არსებული მეილით და პირადობის ნომრით იდენტიფიკაციის თემა უნდა შეიცვალოს მობილურის ნომრით და ამ ნომრის ტელეფონიდან ავტომატურად წამოღების ფუნქციონალით

7)     ადმინკაში შემოდის სხვდასხვა ფუნქციების მქონე იუზერები (მაგალითად ხელმძღვანელი)

8)     ადმინკაში ვითხოვთ (სადაც მარტო ერთმა ადამიანმა უნდა იმუშაოს) ძალიან მოხერხებულ დიზაინსა და ფილტრაციების შესაძლებლობებს.

9)     შემოდის ორგანიზატორის და ავტორის თემები


მინდა, რომ დროულად გადავწყვიტოთ თუ რომელ მიმართულებას ირჩევთ ან თუ ვაბობთ უარს თანამშრომლობაზე. 



გიორგი ორაგველიძე

591-110-200


On Tue, Jun 4, 2019 at 8:08 AM Giorgi Oragvelidze <oragvelidze.giorgi@gmail.com> wrote:

გამარჯობა

 

გუშინ ღამე დავბრუნდი თბილისში.

გავიარე ტექნიკური დავალება დეტალურად პროგრამისტებთან.

საკმაოდ მეცვლება ამოცანა წინა გამოგზავნილ ოფერთან შედარებით, ძალიან ბევრი დეტალი ემატება, რაც მიცვლის მთლიანად პროექტის ჩაბარების ვადას და შესაბამისად ბიუჯეტს.

თქვენი განახლებული დავალებით, პროექტის დასასრულებლად დამჭირდება 2 თვე (თავისი სატესტო პერიოდის გათვალისწინებით) და ბიუჯეტი 18,000 ლარი. თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ეს თანხა ჩარიცხოთ არა კომპანიის არამედ ფიზიკური პირის ანგარიშზე, მაგრამ სრულად ჩარიცხვის ვადა არ უნდა გასცდეს 6 თვეს.

თუ შეცვლილი ბიუჯეტის გამო, პრობლემა იქმნება შეგიძლიათ სხვა ჯგუფს ან შიდა თანამშრომლებს დაუკვეთოთ, მე ერთჯერადად შემიძლია შევხვდე მათ და თუ დასჭირდებათ რჩევები მივცე ტექნიკურ საკითხებზე.

 

პატივისცემით

გიორგი ორაგველიძე

591-110-200


On Mon, Jun 3, 2019 at 4:43 PM Zurab Batiashvili <ZBatiashvili@moh.gov.ge> wrote:

გიორგი გამარჯობა,

 

სამწუხაროდ ტელეფონზე ვერ გიკავშირდებით, როგორაა ჩვენი საქმე ??

 

ზურა

577 944 991