From : Zurab Batiashvili
To : Irakli Tabagari <i.tabagari@sda.gov.ge>
Subject : RE: SDA - XCRMS ვებ–სერვისის გასაღებების გაცვლის მეთოდის გამოძახების სიხშირე
Cc : itabatadze@ssa.gov.ge<itabatadze@ssa.gov.ge> <itabatadze@ssa.gov.ge>; itabatadze@ssa.gov.ge
Received On : 12.04.2017 11:00
Attachments :

ირაკლი გამარჯობა,

პირველ რიგში ბოდიშს გიხდი დაგვიანებული პასუხისთვის.

 

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდება გასაღების გამოთხოვა ასე ვთქვათ რიგგარეშედ, არის სერვისის/სერვერის გადატვირთვა, რაც ხდება საკმაოდ იშვიათად.

 

იქნებ გამოგვიგზავვნოთ გასაღებების გამოთხოვის ბოლო პერიოდის სტატისტიკა, ჩვენს მხარეს რაიმე შესაძლო ხარვეზის არსებობის გადასამოწმებლად.

 

 

ზურა

 

 

 

From: Irakli Tabagari [mailto:i.tabagari@sda.gov.ge]
Sent: Wednesday, April 5, 2017 18:09
Subject: SDA - XCRMS ვებსერვისის გასაღებების გაცვლის მეთოდის გამოძახების სიხშირე

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თქვენს ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ორგანიზაციისთვის ხდება პერსონალური ინფორმაციის მიწოდება XCRMS ვებ–სერვისის საშუალებით.

 

აღნიშნული ვებ–სერვისის ერთერთ  მეთოდს წარმოადგენს პერსონალური ინფორმაციის დასაშიფრი და გასაშიფრი გასაღებების გაცვლის მეთოდი (KeyExchange).

 

ხელშეკრულების მიხედვით გასაღებების გაცვლის აუცილებელ პერიოდს წარმოადგენს 24 საათი. აქედან გამომდინარე 24 საათში ერთხელ გასაღებების გაცვლა სავსებით საკმარისია სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისთვის.

 

თქვენი ორგანიზაციის მიერ, ვებ სერვისის მეშვეობით, აღნიშნული გასაღებების გაცვლა ხდება საჭიროზე მეტი რაოდენობით, რაც იწვევს თითოეული მოთხოვნის მიღებისთვის საჭირო მონაცემთა დამუშავების დროის გაზრდას და რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას.

 

გთხოვთ, აღნიშნული ფაქტი მიიღოთ მხედველობაში და გასაღების გაცვლის სიხშირე დაიყვანოთ ოპტიმალურ რაოდენობამდე.

 

 

 

პატივისცემით,

-

ირაკლი თაბაგარი

 

გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების
მართვის სამსახურის ანალიტიკოსი

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

cid:image001.png@01D02391.E83100A0

 

საქართველო, თბილისი, 0154

აკ. წერეთლის გამზ. 67ა

 

Mob.: +995 591 503 766

E-Mail.: i.tabagari@sda.gov.ge

Web.: www.sda.gov.ge  www.fb.com/psda.gov.ge