From : Zurab Batiashvili
To : Gela Talakhadze <gelatalakhadze@gmail.com>
Subject : RE: Fwd:
Cc : dchkheidze@ssa.gov.ge<dchkheidze@ssa.gov.ge> <dchkheidze@ssa.gov.ge>; dchkheidze@ssa.gov.ge
Received On : 23.05.2018 12:59

გელა, როგორც შეგპირდით, გავარკვიე და გიგზავნით თქვენს კითხვებზე პასუხებს:

 

სერვისით მიღებული ველი Amount - ოჯახის მიერ დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა

 

 

1.       ღამის 12 საათიდან დილის 8 საათამდე სერვისი გათიშულია, რადგან ხდება მონაცემების დამუშავება / განახლება;

2.       ოჯახს სოციალური სტატუსი არ უჩერდება, მხოლოდ უწყდება. როდესაც სტატუსი უწყდებათ, ჩვენგან მოგდით შესაბამისი პასუხი (ოჯახს გადამოწმების პერიოდში (სააგენტოში დადგენილი ბიზნეს პროცესისა და ვადების დაცვით) შენარჩუნებული აქვს ბოლო მოქმედი დეკლარაციის შესაბამისი ქულა და სტატუსი); თუ წინა მოქმედი დეკლარაცია არ არსებობს, მაგ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ, რომ ვერ მოიძებნა ან გაქვთ შესაბამის რეგიონის მონაცემებზე წვდომა;

3.       ოჯახს გადამოწმების პერიოდში (სააგენტოში დადგენილი ბიზნეს პროცესისა და ვადების დაცვით) შენარჩუნებული აქვს ბოლო მოქმედი დეკლარაციის შესაბამისი ქულა და სტატუსი, ახალი ქულა ძალაში არ შედის წინა თარიღიდან;

 

 

სააგენტო პასუხისმგებელია კონკრეტულ დღეს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში.

 

 

ზურაბ ბატიაშვილი

 

 

 

From: Gela Talakhadze [mailto:gelatalakhadze@gmail.com]
Sent: Wednesday, May 23, 2018 11:09
To: Zurab Batiashvili
Subject: Fwd:

 

ზურა როგორც ვისაუბრეთ გიგზავნი სერვისთან დაკავშირებულ ინფორმაციას

ჯანდაცვის სამინსტროსთან გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაციის მოძებნის სერვისი, რომელიც ოჯახის წევრის პირადი ნომრის გადაცემისას აბრუნებს შემდეგ ინფორმაციას ოჯახის შესახებ:

·       სარეიტინგო ქულა

·       მისამართი

·       Id

·       ქულის დადგენის თარიღი

·       რაიონი

·       ავტორიზებული პიროვნება

·       ტელეფონის ნომრები

·       წევრები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი)

·       Amount - რაც არ ვიცით რა არის

 

ამ სერვისთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე პრობლემა.

  1. ღამის საათებში სერვისი არ მუშაობს
  2. როდესაც ოჯახს სოციალური სტატუსი შეჩერებული აქვს (მაგ. მაშინ, როდესაც ოჯახის გადამოწმება ხდება) სერვისი სერვისი გვიბრუნებს პასუხს რომ ოჯახი ვერ მოიძებნა ან არ გვაქვს შესაბამის რეგიონის მონაცემებზე წვდომა, ასეთივე პასუხი გვიბრუნდება ისეთი ოჯახებისთვის, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავარკვიოთ ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის თუ არა. როდესაც ოჯახის გადამოწმება ხდება აუცილებელია მოგვივიდეს შესაბამისი სტატუსი, რაც მოგვცემს საშუალებას არ შევუწყვიტოთ კვება ბენეფიციარებს.
  3. მიმდინარე მდგომარეობით, თუ ოჯახს ეცვლება ქულა, ახალი ქულის მინიჭება ხდება ძველი თარიღით, ანუ ახალი ქულის ამოქმედებაში ექცევა დროის ის მონაკვეთი, როდესაც ქულის გადახედვა ხდებოდა და ჩვენთან მოდიოდა პასუხი, რომ ოჯახი არ მოიძებნა. სასურველია აღნიშნული თარიღი სწორად მიეთითოს, ვინაიდან ამ საკითხმა შეიძლება შექმნას იურიდიული პრობლემები.

აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასადილოების მართვის პროგრამის სწორი ფუნქციონირებისთვის