მოგესალმებით
გიგზავნით შედარებულ PSA და COLO-ს (მხოლოდ რეგიონი). თქვენს მიერ გამოგზავნილ ბაზებს დავადარე აგვისტოდან თებერვლის ჩათვლით დასრულებული კვლევები.
- PSA კარგი მდგომარეობაა სულ 4 პაციენტია რომელიც არ დაფინანსებულა, კომენტარები მივუწერე ოთხივეს
- COLO-ზე არის შემთხვევები რომლებიც ატვირთულია და არ დაფინანსებულა (თავის დროზე არ ჩანდა რეპორტში) და არის შემთხვევები რომლებიც თქვენს ბაზაში საერთოდ არაა, თუმცა პორტალზე რამოდენიმე პაციენტის გადამოწმებისას რეგისტრაცია ფიქსირდება.
- კოლონოსკოპიის და მორფოლოგიის შემთხვევები შეიძლება ითქვას რომ არაფერი დაფინანსებულა.
რაც შეეხეა სხვა დანარჩენ კომპონენტებს, დავიწყე შედარება თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ თქვენს მიერ გამოგზავნილ ბაზებში ბევრი დუბლირებებია, ერთი და იგივე პაციენტები მეორდება 2-ჯერ, 3-ჯერ და ა.შ, ამიტომ ფიზიკურად ვერ შევადარებ, რადგან მე უბრალოდ დუბლირებებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამისთვის მჭირდება აუცილებლად უნიკალური ბაციენტების სია, სადაც ჩანაწერები არ მეორდება.
განსაკუთრებით რთულდება შედარება გინეკოლოგიის ნაწილში. ზოგიერთი პაციენტი გარდა იმისა რომ ერთ თარიღში რამდენჯერმე ფიქსირდება, ასევე 1 თვეში კიდევ არიან კვლევაზე მისულები (ექიმის რეკომენდაციით), რაც იწვევს დამატებით დუბლირებებს. ამასთანავე შედარება ძველი კვლევებისა უნდა მოხდს უბრალოდ დაწყებით ( ატვირთვა არ ხდებოდა სრული ციკლის დასრულების შემდეგ, არამედ ციტოლოგის ჩანაწერის გაკეთების შემდეგ იტვირთებოდა), ხოლო ნაწილი პერიოდისა დასრულებით, რადგან თქვენ უკვე ტვირთავთ სანამ კვლევის ყველა საფეხური არ დასრულდება. მაგ: თუ პაციენტი კვლევაზე დარეგისტრირდა 13 ოქტომბერს , ციტოლოგმა დაწერა პასუხი 15 ოქტომბერს ის ოქრომბრის თვეშივე აიტვირთა თუმცა ჩემთან პროგრამულად კვლევის დასრულებას აჩვენებს 5 იანვარს როცა დასრულდა კოლპოსკოპია და მორფოლოგია.
მოკლედ ბევრი ნიუანსია. ვფიქრობ აზრი არ აქვს ამ ბაზების შედარებას, რადგან ინფორმაცია ზუსტი არ იქნება.
რამდენად შესაძლებელია, თუ მე მოგცემთ უბრალოდ რეესტრს რა არ დაფინანსებულა და ეს პაციენტები აიტვირთოს პორტალზე? ან თუ უკვე ატვირთულია ჩვენთან შეეცვალოს კვლევის დასრულების თარიღი და Update-ით მოხდეს ცვლილება?
დრო ძალიან ცოტა გვაქვს აღნიშნული ხარვეზი აუცილებლად უნდა გასწორდეს მარტის თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე წამოვა 6 თვიანი Fu პაციენტები, რაც კიდევ უფრო გაართულებს აღნიშნულ პროცესს.