სპცეც.მედიკამენტების აღრიცხვა გაცემის ელ. პროგრამაში იშვიათად,მაგრამ მაინც ხვდება ისეთი ბენეფიციარები რომლებიც არიან დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონენი და არ ეკუთვნით მედიკამენტი. ფაქტის აღმოჩენა ხდება მოგვიანებით, როცა პერიოდულად ვახორციელებთ პროგრამის რევიზიას.
მოგმართავ თხოვნით, ბენეფიციარის რეგისტრაციისას და მედიკამენტის გაცემის მომენტში, პირადობის მოწმობის ნომრის შეყვანისას ონლაინ რეჟიმში გადამოწმდეს მოქალაქეობის საკითხი.
წარმოგიდგენ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ვის ეკუთვნის მედიკამენტები სახელმწიფოს მხრიდან:
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი
დიაბეტის მართვა – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – საქართველოს მოქალაქე, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სხვა პირი,იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმუნეტის არქონის მიუხედავად
ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები
საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება (მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი
სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო;
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
მისამართი:0119 თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.144
ტელეფონი: 599 22 59 82
Irina Gobejishvili
LEPL - National Health Agency
Address: 144, Ak. Tsereteli Ave. Tbilisi 0119
Phone:(+995) 99 22 59 82