| From : | Temo Tskhovrebov <comp@standard-insurance.ge> |
| To : | Zurab Batiashvili <ZBatiashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ოლისების ატვირთვის პრობლემა |
| Received On : | 25.09.2017 07:37 |
თემო გამარჯობა,
გთხოვთ დაუკავშირდით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს
ზურა
P.S. პორტალს რაც შეეხება, მისი ფუნქციონალი გათვლილია ერთეულ პოლისზე, დამატების გარდა შესაძლებელია გაუქმებაც და რედაქტირებაც.
From: Temo Tskhovrebov [mailto:comp@standard-
insurance.ge ]
Sent: Monday, September 25, 2017 11:07
To: Zurab Batiashvili <ZBatiashvili@moh.gov.ge>
Subject: ოლისების ატვირთვის პრობლემა
გამარჯობა ზურა,
თემური გაწუხებ სტანდარტ დაზღვევა საქართველოდან, შეგვექმნა მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენს ბაზაში პოლისების ატვირთვის მხრივ და არ ვიცი როგორ ვიმოქმედო. ტექნიკური პრობლემების და ჩვენს მხარეს ვებსერვისის ხარვეზების გამო აგვისტოში და სექტემბერში ვერ ხერხდებოდა მონაცემების ატვირთვა თქვენს სერვერზე. სამწუხაროდ ამის შესახებ მხოლოდ ეხლა შევიტყვეთ და სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით. თქვენს ვებ პორტალზე მხოლოდ ახალი პოლისების დამატების ფუნქცია მუშაობს და ისიც თითო თითო პოლისის დამატება არის მხოლოდ შესაძლებელი, და პოლისების გაუქმება ან რედაქტირების ფუნქციები არ არი, და შესაბამისად პორტალსაც ვერ ვიყენებთ სათანადოთ.
თუ შეიძლება რომ გამოგიგზავნოთ ექსელის ფაილით ჩვენს მიერ აგვისტოში და სექტემბერშ გამოწერილი და გაუქმებული პოლისების ცხრილები და ხელით მოხდეს მათი დამატება? და რა პროცედურებია ამისთვის გასავლელი, რადგან რამდენადაც ვიცი არასაბიუჯეტო პოლისების უკანა რიცხვით დამატება აკრძალულია.
სამწუხაროდ რამოდენიმე გაუქმებული პოლისის მფობელი ამის გამო ვერ ახერხებს საყოველთაო დაზღვევით სარგებლობას და რაიმე სახით უნდა ხერხდებოდეს მათი მონაცემების თქვენთან დაფიქსირება.
პატივისცემით თეიმურაზ ცხოვრებოვი