| From : | Zurab Kukchishvili <z.kukchishvili@cra.gov.ge> |
| To : | Zurab Batiashvili <zbatiashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: daxmareba statusebis garkvevshi |
| Received On : | 23.01.2014 17:26 |
| Attachments : |
ზურაბ,
შენს მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას გარკვეულ ნაწილში
„საქართველოს
მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის,
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის,
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის
მქონე
პირებმა,
“
ამ ნაწიში დასაზუტებელი და გასათვალისწინებელია შედეგი გარემოებები:
·
ზემოთჩამოთვლილი ტიპის დოკუმენტების მქონე პირი - ამ განამრტებაში მოიაზრება თუ არა შესაბამისი ტიპის აქტიური დოკუმენტის ფლობა ფიზიკური პირის მიერ, მაგალითად
პირზე გაცემულია ნეიტრალური მოწმობის მოწმობა და ჩვენს მონაცემთა ბაზაში აღნიშნული მოწმობის სტატუსია „აქტიური“.
·
თუ პირზე გაცემული ზემოთჩამოთვლილი ტიპის დოკუმენტებს აქვს გაუქმებული სტატუსი, ეს ფაქტი ცალსახად არ აღნიშნავს რომ პირს არ აქვს შესაბამისი სტატუსი. მაგალითად
- პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაუქმდა ვადის გასვლის მიზეზით ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ პირი არ არის საქართველოს მოქალაქე.
აქედან გამომდინარე დასაზუსტებელია თქვენი პროგრამის გავრცელების არეალი - 1) ფიზიკური პირი გარკვეული ტიპის აქტიური დოკუმენტის ფლობის დროს სარგებლობს თქვენი „პროგრამით“
თუ კარკვეული მოქალაქეობრივი სტატუსის შემთხვევაში სარგებლობს.
„საქართველოში
სტატუსის
მქონე
მოქალაქეობის
არმქონე,
ლტოლვილის
ან
ჰუმანიტარული
სტატუსის
მქონე“
ამ ნაწილში მოიაზრება ფიზიკური პირის მიერ გარკვეული მოქალაქეობრივი სტატუსის ფლობა და არა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ფლობა?
შეჯამებისათვის საჭიროა თქვენს წინაშე არსებული ამოცანის დაზუსტება.
რაც შეეხება ინფორმაციის მოწოდებას
ამ ეტაპზე ვებ სერვისის მიერ დაბრუნებული მონაცემებით პირის მოქალაქეობრივი სტატუსის ცალსახა და მარტივი განსაზღვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და არის გარკვეული
რისკის მატარებელი. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გავაფორმეთ ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რაც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მოქალაქეობრივი სტატუსების ცალსახა იდენტიფიცირებას. აქედან გამომდინარე თუ თქვენს წინაშე დგას ამოცანა რომელიც
ითვალისწინებს ფიზიკური პირის მოქალაქეობრივი სტატუსის იდენტიფიცირებას მიზანშეწონილია ისარგებლოთ ზემოღნიშნული ხელშეკრულებით მოწოდებული მონაცემთა ბაზით (სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება გაგვიჭირდება).
ამასთან თუ თქვენს წინაშე არსებული ამოცანა ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ გარკვეული ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის ფაქტის იდენტიფიცირებას, ეს
შესაძლებელია ვებ სერვისით მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთის არსებობოის შემთხვევაში გთხოვთ მაცნობოთ და მოგაწვდით შესაბამის აღწერილობებს.
პატივისცემით,
ზურაბ ქუქჩიშვილი
გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების
მართვის სამსახურის უფროსი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველო, თბილისი, 0154
აკ. წერეთლის გამზ. 67ა
+995 322
35 79 80 / +995 577 61 33 32
From: Batiashvili Zurab [mailto:zbatiashvili@moh.gov.ge]
Sent: 2014 წლის 22 01,
ოთხშაბათი 16:04
To: Zurab Kukchishvili
Cc: tsirbiladze@ssa.gov.ge; Dima
Subject: daxmareba statusebis garkvevshi
ზურა გამარჯობა,
როგორ უნდა გავარჩიოთ თქვენგან ონლაინ სერვისით მიღებული ინფორმაციიდან შემდეგი სტატუსის პირები?
C
ჰეპატიტის
სამკურნალო
მედიკამენტებზე
არსებული
შეღავათით
შეუძლიათ
ისარგებლონ
საქართველოს
მოქალაქეობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის,
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის,
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის
მქონე
პირებმა,
ასევე,
საქართველოში
სტატუსის
მქონე
მოქალაქეობის
არმქონე,
ლტოლვილის
ან
ჰუმანიტარული
სტატუსის
მქონე
C
ჰეპატიტით
დაავადებულმა
პაციენტებმა
Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia