From : Giorgi Sisauri <g.sisauri@sda.gov.ge>
To : Dimitri Chkheidze <DChkheidze@ssa.gov.ge>
Subject : RE: პიროვნების მოქალაქეობის თარიღის დადგენა
Cc : Lado Sichinava <l.sichinava@sda.gov.ge>; Zurab Batiashvili <zbatiashvili@moh.gov.ge>; Gaga Dolidze <gdolidze@ssa.gov.ge>
Received On : 13.01.2021 13:00
Attachments :

მოგესალმებით დიმიტრი,

 

პირის, რომელზეც თქვენს წერილში მიუთითებთ, დაბადების თარიღად განსაზღვრულია 2008 წლის 20 ნოემბერი, ხოლო დაბადების ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი ფორმა არის დაბადება (მუხლი 9, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ა“), ხოლო დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებელი შემთხვევა არის, როდესაც პირის ერთ-ერთი მშობელი პირის დაბადების მომენტისათვის არის საქართველოს მოქალაქე (მუხლი 10, პუნქტი „ა“).

 

გამომდინარე აქედან, პირმა დაბადებით შესაძლებელია მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადების შემთხვევაში, და ჩვენ არ ვფლობდეთ ამ პირის შესახებ ინფორმაციას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მომართვის არ არსებობამდე; რაც გვაქვს სწორედ ამ პირის შემთხვევაში.

 

გამომდინარე ზემოთთქმულიდან, საქართველოს მოქალაქეობა აღნიშნულ პირს მოპოვებული აქვს დაბადებით 2008 წლის 20 ნოემბერს, დაბადების აქტის შესაბამისად, რომელიც საქართველოს სამოქალაქო რეესტრის შესაბამის სამსახურის მიერ დარეგისტრირდა 2020 წლის 24 აგვისტოს. ამის შემდეგ, ამ პირის შესახებ ინფორმაცია მოგეწოდათ ბაზის მორიგი მოწოდებით.

 

 

პატივისცემით,

-

გიორგი სისაური

 

გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკოსი

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

cid:image001.png@01D02391.E83100A0

 

საქართველო, თბილისი, 0105

სანაპიროს ქუჩა #2

 

Mob.: +995 557 46 69 52

Web.: www.sda.gov.ge  www.fb.com/psda.gov.ge

 

 

 

From: Dimitri Chkheidze
Sent: ორშაბათი, 11 იანვარი, 2021 13:17
To: Giorgi Sisauri
Cc: Lado Sichinava ; Zurab Batiashvili ; Gaga Dolidze
Subject: პიროვნების მოქალაქეობის თარიღის დადგენა

 

მოგესალმებით,

 

გილოცავ შობა ახალ წელს მრავალს დაესწარით,

 

დანართის სახით გიგზავნით მოქალაქის განცხადებას, რომელიც ჩვენი სააგენტოდან ოფიციალურადაც გადმოიგზავნა (გიგზავნით ამ წერილსაც) და თქვენი სამსახურიდან მიღებულ პასუხსაც სადაც შინაარსიდან გამომდინარე ირკვევა რომ ამ ბავშვს დაბადებინვე განესაზღვრა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა თქვენს მიერ მოწოდებულ ბაზებში აღნიშნული ბავშვის პირადი ნომერი არ იძებნება 2020 წლის აგვისტოს მეორე ნახევრამდე. გთხოვთ გადახედოთ და გვაცნობოთ რეალურად როდის მიენიჭა ამ ბავშვს საქართველოს მოქალაქეობა.

 

პატივისცემით,

 

დიმიტრი ჩხეიძე

 

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

 

მობ.: +995 595 99 44 67

 

 


????????????,

??????? ??????

???????????? ???????? ?????????
???????????? ????????????? ????????????? ??????

???.: +995 595 99 44 67

www.ssa.gov.ge