From : Nona Zubitashvili <nzubitashvili@gita.gov.ge>
To : Nino Gotsiridze <NGotsiridze@ssa.gov.ge>; Avasadze@ssa.gov.ge
Subject : RE: ხელშეკრულების პროექტი_23,06
Cc : itabatadze@ssa.gov.ge; zbatiashvili@moh.gov.ge; Dchkheidze@ssa.gov.ge; Tornike Jobava <tjobava@gita.gov.ge>
Received On : 29.06.2017 09:54

მოგესალმებით ნინო, ავთანდილ გავეცანით ცვლილებას. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულება, კონკრეტული ფულადი სანქციების გარეშე, არამარტო შეთანხმებული იყო, არამედ ხელმოწერილიც იყო თქვენი მხრიდან. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მხოლოდ წარმომადგენლის ცვლილება მოხდებოდა, რაც სააგენტოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნით იყო განპირობებული. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მოულოდნელია ეს ახალი ცვლილება. ამის გარდა, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობებში ფულადი სანქციების პრეცედენტები ჩვენ არ გვაქვს. მითუმეტეს, რომ ამ თანამშრომლობით, საბოლოოდ, სწორედ თქვენი სააგენტოს ბენეფიციარები ისარგებლებენ. მესმის, რომ სამომავლოდ დასადებ ხელშეკრულებებში გადაწყდა ასეთი სტანდარტული პირობის ჩადება, მაგრამ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, სამართლიანია და შესაძლებელი უნდა იყოს, უკვე შეთანხმებულ და თქვენი სააგენტოს მხრიდან თანხმობაგამოხატულ პირობებზე დაბრუნება. პატივისცემით • Best Regards, ნონა ზუბიტაშვილი • NONA ZUBITASHVILI იურისტი • Lawyer Mob: +995 596113113 Email: nzubitashvili@gita.gov.ge Web-site: www.gita.gov.ge Facebook: GITA; Tech Park Address: 7, Innovation str. 0114, TechPark, Okrokana, Tbilisi, Georgia -----Original Message----- From: Nino Gotsiridze [mailto:NGotsiridze@ssa.gov.ge] Sent: პარასკევი, 23 ივნისი, 2017 16:40 To: Tornike Jobava ; Nona Zubitashvili Cc: itabatadze@ssa.gov.ge; dchkheidze@ssa.gov.ge; Avasadze@ssa.gov.ge; zbatiashvili@moh.gov.ge Subject: ხელშეკრულების პროექტი_23,06 მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელების დავალების საფუძველზე, ხელშეკრულებებში (მათ შორის თქვენთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში) საჭირო გახდა ერთი პუნქტის ჩამატება (ამ შემთხვევაში მე-6 მუხლში). როგორც ბოლოს შევთანხმდით, დამატებით უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეთანხმება თქვენს ახალ თავმჯდომარესთან. გიგზავნით, ხელშეკრულების პროექტს. გთხოვთ, გაიაროთ ეს ვერსია. პატივისცემით, Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia Social Service Agency