| From : | Davit Khoshtaria <dkhoshtaria@napr.gov.ge> |
| To : | undisclosed-recipients:undisclosed-recipients: |
| Subject : | |
| Received On : | 07.12.2020 12:08 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, წლის ბოლოს იწურება ჩვენს შორის გაფორმებული ვებსერვისების ხელშეკრულებების მოქმედების ვადა. ვისაც გაქვთ სურვილი მომავალ წელს გაგრძელდეს
თანამშრომლობა აღნიშნულ სერვისებზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვჭირდება ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. ამასთან, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტოს თხოვნაა, შეძლებისდაგვარად, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა განხორციელდეს
ელექტრონულად. ამისთვის საჭიროა გქონდეთ შესაბამისი მოწყობილობები. რაც შეეხება მატერიალურად (ადგილზე მოსვლით დაბეჭდილ ხელშეკრულებებზე) ხელმოწერას, ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ წლის ბოლომდე დარჩენილი კვირების ორშაბათ და პარასკევ დღეს საღამოს 16:00-დან 17:00 საათამდე
პერიოდში მობრძანდეთ სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის 22. თან უნდა იქონიოთ ჩვენს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ამობეჭდილი სამი ეგზემპლარი. ხელშეკრულების ნომერი და პირველ გვერდზე მითითებული თარიღი დატოვეთ ღიად (მივუთითებთ ხელით ადგილზე). თუ
ხელმომწერი პირი ვერ შეძლებს სააგენტოში მოსვლას, შესაძლებელია მისმა თანამშრომელმა ჩვენგან ხელმოწერილი ხელშეკრულება წაიღოს და თქვენთვის სასურველ მისამართზე მოაწერინოთ ხელი, თუმცა ასეთ შემთხვევაში, წლის ბოლომდე ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სააგენტოში,
რათა უწყვეტად გაგრძელდეს სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა 2021 წელსაც. მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაშ დამიკავშირდეთ ნომერზე 577 222368
პატივისცემით,
დავით ხოშტარია
იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის იურისტი,
არქივის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი
საჯარო
რეესტრის
ეროვნული
სააგენტო
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო
ტელ.: 995 32 2251528 (
7716); 995 77 222368
ელ-ფოსტა:
dkhoshtaria@napr.gov.ge