მეთადონის პროგრამის მოსარგებლეთა კონტინგენტი 11000 ფარგლებშია, პანდემიის პერიოდში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრა დოზების პაციენტზე სახლში გატანების რეჟიმი ანუ საკმაო რაოდენობა პაციენტებისას გაჰქონდა საშუალოდ ხუთი დღის დოზა შესაბამისად დღეში მომართვიანობა 3000 ფარგლებში მერყეობდა. ა/წ 16 სექტემბრიდან
ასევე მინისტრის შესაბამისი ბრძანებით შეიზღუდა ეს რეჟიმი და უკვე არგუმენტირებულ გამონაკლისთა გარდა ყველა პაციენტი მოდის ყოველდღიურ რეჟიმში შესაბამისად პაციენტთა ყოველდღიური მომართვიანობა გაიზარდა 10 000–ზე მეტის ფარგლებში 22 სექტემპრისათვის. 16-21 რიცხვებში არ მოდიოდა ის პაციენტი რომელსაც ამ რიცხვების დოზა უკვე გატანილი ჰქონდა 14-15 და უფრო ადრე თარიღში