გამარჯობათ მეგობრებო
მაქვს რიგი საკითხებისა რომელთა შეთანხმება მინდა სანამ შევუდგები ჩვენი პროექტის FNC მხარეს ინფოს მომზადების პროცედურების შექმნას.
თქვენგან მოწოდებული ინფოდან მხოლოდ სერიული ნომერია რომელიც არ გვიზის პაციენტზე დოზის გაცემის ჩანაწერში, ასევე არაა რეცეპტის მონაცემები. განყოფილებებთან კონსულტაციის შემდგომ აღმოჩნდა რომ მათ შეუძლიათ დღის ბოლოს მომაწოდონ ჯამური ინფო ასეთი სახის = მაგალითისთვის, დღეს გაიცა 3000,25 მლ დოზა რომელთაგან
სერნომ 565565 – 1555,00
სერნომ 545645 – 1445,25
სისტემაში გვაქვს დღის დახურვის პროცედურა, რომლის შედეგადაც ითვლება სისტემაში გატარებული პაციენტების ხარჯი და დარდება განყოფილების ჟურნალების მიხედვით ფაქტობრივ ხარჯს, აცდენა თუ ხდება იძებნება მიზეზი და სწორდება. აქამდე რაც მომხდარა არაა ხშირი ასეთი შემთხვევა – თვეში მაქსიმუმ ათამდე და როგორც წესი მარტივად სწორდება ადგილზევე. ეს თქვენთან ინფოს გადმოცემასთან კავშირში არაა რადგან თქვენთან უკვე დადარებული და გასწორებული ინფო წამოვა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ დღის დახურვის პროცედურის დაწყებისათვის განყოფილებებს უკვე აქვთ დათვლილი ჯამები და მათ შორის სერიების მიხედვითაც, შესაბამისად მათ შეუძლიათ მომაწოდონ ზემომითითებული ინფო.
შესაბამისად, დახურვის და დადარებაგასწორების შემდგომ გაეშვება მეორე პროცედურა რომელიც გაანაწილებს სერიებს პაციენტებზე და შესაძლებელი იქნება ჩვენსკენ მოწოდებულ ინფოში ეს მონაცემიც იჯდეს იგივე ეხება რეცეპტის მონაცემებსაც. აქ წარმოიშვება ერთი საკითხი:
-- განაწილებისას მორიგ პაციენტზე რომელზეც გაიცა 10 მლ დოზა შეიძლება „გაიჭრას„ სერია ანუ 7 ერთი სერიიდან 3 კი მეორე სერიიდან, რეალობაში ასეთი რამ ხშირად ხდებაო, შესაბამისად მე მომიწევს ამ პაციენტზე ორი ჩანაწერის ფორმირება, მე მგონი ეს არც თქვენთვის იქნება პრობლემური.
შემდეგი საკითხი – როგორი იქნება უკუკავშირი ანუ იგივე სერიების ბალანსის გადამოწმება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს და რას ვშვრებით აცდენის შემთხვევაში
შემდეგი – როგორ ჩამოვწერთ არაპაციენტზე გასაწერ ხარჯს ანუ აქტით ჩამოწერას, მოხდა ვთქვათ ჩპ გაუტყდა ფლაკონი
შემდეგი – ფორსმაჟორულად ძალიან გვიან (სიტყვაზე ძალიან მაღალი დონიდან ზარის საფუძველზე) როდესაც უკვე მოწოდებულია ჩვენგან ინფო, მოხდა დოზის მიცემა, შესაძლებელი იქნება თუ არა შემდეგ დღეს წინადღის ხარჯის გამოგზავნა
აი ეს საკითხები რაც ეხლა მაქვს გააზრებული და შემდგომ მუშაობაში თუ კიდევ გამოჩნდება რაიმე კი შეგეხმიანებით