ჯანდაცვის სამინსტროსთან გვაქვს სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაციის მოძებნის სერვისი, რომელიც ოჯახის წევრის პირადი ნომრის გადაცემისას აბრუნებს შემდეგ ინფორმაციას ოჯახის შესახებ:
- სარეიტინგო ქულა
- მისამართი
- Id
- ქულის დადგენის თარიღი
- რაიონი
- ავტორიზებული პიროვნება
- ტელეფონის ნომრები
- წევრები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი)
- Amount - რაც არ ვიცით რა არის
ამ სერვისთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე პრობლემა.
- ღამის საათებში სერვისი არ მუშაობს
- როდესაც ოჯახს სოციალური სტატუსი შეჩერებული აქვს (მაგ. მაშინ, როდესაც ოჯახის გადამოწმება ხდება) სერვისი სერვისი გვიბრუნებს პასუხს რომ ოჯახი ვერ მოიძებნა ან არ გვაქვს შესაბამის რეგიონის მონაცემებზე წვდომა, ასეთივე პასუხი გვიბრუნდება ისეთი ოჯახებისთვის, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავარკვიოთ ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის თუ არა. როდესაც ოჯახის გადამოწმება ხდება აუცილებელია მოგვივიდეს შესაბამისი სტატუსი, რაც მოგვცემს საშუალებას არ შევუწყვიტოთ კვება ბენეფიციარებს.
- მიმდინარე მდგომარეობით, თუ ოჯახს ეცვლება ქულა, ახალი ქულის მინიჭება ხდება ძველი თარიღით, ანუ ახალი ქულის ამოქმედებაში ექცევა დროის ის მონაკვეთი, როდესაც ქულის გადახედვა ხდებოდა და ჩვენთან მოდიოდა პასუხი, რომ ოჯახი არ მოიძებნა. სასურველია აღნიშნული თარიღი სწორად მიეთითოს, ვინაიდან ამ საკითხმა შეიძლება შექმნას იურიდიული პრობლემები.
აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასადილოების მართვის პროგრამის სწორი ფუნქციონირებისთვის