ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 51-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული პერსონალური მონაცემები (გარდა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემებისა), დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) გადამხდელად რეგისტრირებული პირების შესახებ.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მომზადებული მემორანდუმის საბოლოო ვერსია და უზრუნველყოთ დოკუმენტის ხელმოწერა. ასევე, გთხოვთ პროცესში ჩართოთ აიტი სამსახური, რათა მოხდეს მონაცემების გაცვლის მიზნით სამსახურებს შორის სერვისის აწყობა.
თანდართული დოკუმენტების სახით გიგზავნით, №996 ბრძანებაში შესულ ცვლილებას და მემორანდუმის ბოლო ვერსიას.
|
პატივისცემით,
ნიკოლოზ ხარებავა
|
|
გორგასლის ქუჩა N16
|
|
შემოსავლების სამსახური
|
0105, თბილისი
|
|
რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტი
|
|
|
მთავარი სპეციალისტი
|
+995 (591) 41 45 15
|
|
|
|
|