From : Dimitri Chkheidze <DChkheidze@ssa.gov.ge>
To : stsikhelishvili@ssa.gov.ge
Subject : Fwd: მაღალმთიანის სერვისები
Cc : zbatiashvili@moh.gov.ge
Received On : 11.08.2017 12:49
Attachments :

Subject: მაღალმთიანის სერვისები მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია სოციალური მომსახურების სააგენტო თქვენი სამსახურისგან სერვისების საშუალებით იღებს ინფორმაციას პიროვნების მაღალმთიანი სტატუსის შესახებ. 2017 წლის 21 ივლისის N 356 დადგენილებით მაღალმთიანი ტერიტორიების ჩამონათვალს დაემატა 37 სოფელი. დანართის სახით გიგზავნით სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილს რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან და მათ პასუხს. როგორც წერილიდან ჩანს მოცემული 37 სოფლიდან 1 აგვისტოდან სოციალური შეღავათები უნდა გავრცელდეს მხოლოდ 10 სოფელში რეგისტრირებულ მაღალმთიანი სტატუსის მქონე პირებზე, ხოლო დანარჩენ 27 სოფელში რეგისტრირებულებზე 2018 წლის 1 იანვრიდან. ჩვენთვის აუცილებელია რომ აღნიშნულ პერიოდში (აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით) მაღალმთიანის სტატუსი გვიბრუნდებოდეს მხოლოდ ამ 10 სოფელში მცხოვრებებ პირებზე. როგორ იქნება ამის განხორციელება შესაძლებელი? ხელშეკრულება და სერვისები უნდა გადაკეთდეს თუ თქვენს მხარეს გაფილტრავთ ამ სოფლების მიხედვით? პატივისცემით, დიმიტრი ჩხეიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მობ.: +995 595 99 44 67 www.ssa.gov.ge Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia Social Service Agency