From : Nino Gotsiridze <NGotsiridze@ssa.gov.ge>
To : l.kokaia@mra.gov.ge
Subject : 9 ნოემბრის სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით
Cc : itabatadze@ssa.gov.ge; dchkheidze@ssa.gov.ge; Avasadze@ssa.gov.ge; zbatiashvili@moh.gov.ge
Received On : 07.11.2016 12:43
Attachments :

თქვენთვის ცნობილია რომ, „დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილთა შემწეობის დანიშვნის პროცესის ხელშეწყობისატვის დამატებითი ღინისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის N370 დადგენილება წარმოშობს გარკვეულ ვალდებულებებს სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, შეუფერხებლად, გარკვეული პერიოდულობითა გაწვდიდათ საჭირო ინფორმაციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სავალდებულოა, მხარეებს შორის ურთიერთობა წარიმართოს ორგანიზებულად და სამართლებრივად გამართული ფორმით, კერძოდ, ხელშეკრულების/ მემორანდუმის გაფორმების გზით. თქვენთან შეთანხმებით, საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას დაესწრება: ირაკლი ტაბატაძე, დიმიტრი ჩხეიძე, ავთანდილ ვასაძე, ზურაბ ბათიაშვილი, ნინო გოცირიძე პატივისცემით , ნინო გოცირიძე 599712707 სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტესტირებისა და ბიზნეს პროცესების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia Social Service Agency