From : Tamar Spanderashvili <t.spanderashvili@sda.gov.ge>
To : Zurab Batiashvili <zbatiashvili@moh.gov.ge>; Nino Gotsiridze <NGotsiridze@ssa.gov.ge>
Subject : სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო - ხელშეკრულების ვადის ამოწურვა
Cc : Zurab Kukchishvili <z.kukchishvili@sda.gov.ge>; Mari Garibashvili <m.garibashvili@sda.gov.ge>; Tamar Champuridze <t.champuridze@sda.gov.ge>; Gvantsa Pheradze <g.pheradze@sda.gov.ge>
Received On : 18.01.2018 06:24
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და  სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის  2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“  №14/02-217 ხელშეკრულება  ძალაშია 2018 წლის 22 აპრილის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ №14/02-216 ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით,

 

თქვენი ორგანიზაციის მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულებები.

 

სააგენტო, თითოეულ ორგანიზაციასთან, ყოველი ახალი ხელშეკრულების გაფორმებისათვის ხელახლა ახდენს ორგანიზაციისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდების/დამუშავების მიზანშეწონილობის, საფუძვლიანობისა და მონაცემთა მოცულობის მონაცემთა დამუშავების მიზანთან პროპორციულობის შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან წვდომისათვის საჭიროა თქვენი  წერილობითი მომართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებს, მიზნებს (ბიზნეს პროცესების აღწერილობას, რომელთათვისაც აუცილებელია მონაცემების დამუშავება), მონაცემთა დამუშავების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას, მონაცემების მოცულობას და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ დადასტურდება პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის ფაქტი (დანართის სახით მოცემულია სანიმუშო სტრუქტურა წერილობითი მომართვისათვის).

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ №14/02-217  ხელშეკრულების ფარგლებში თქვენი ორგანიზაცია სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაშვებას ახორციელებს ძველი ვერსიის ვებ სერვისი მეშვეობით, რომლიც ფუნქციონირებს მოძველებული ტექნოლოგიური გადაწყვეტით. აღნიშნული სერვისის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე საჭიროა ინფორმაციის მოწოდება განხორციელდეს სააგენტოს ვებ სერვისის ახალი ვერსიით. ახალი ვერსიის ვებ სერვისზე გადასვლასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მოცემულია დანართის სახით.

 

ზემოაღნიშნული წერილობითი მომართვა მოგვაწოდოთ შემჭიდროვებულ ვადებში - სასურველია, ჯერ მხოლოდ დრაფტის სახით, ელ.ფოსტის საშუალებით.

 

ამასთან აღვნიშნავთ,  რომ სააგენტო მზად არის, ზემოაღნიშნულ  საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაწიოს როგორც შეხვედრის ფორმატში, ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით კომუნიკაციის გზით.

 

დანართის სახით გიგზავნით:

1.      სანიმუშო სტრუქტურა წერილობითი მომართვისათვის;

2.      ახალი სერვისის ტექნიკურ აღწერილობას;

 

 

პატივისცემით,

-

თამარ სპანდერაშვილი

 

გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სამსახური

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

cid:image001.png@01D02391.E83100A0

 

საქართველო, თბილისი, 0154

აკ. წერეთლის გამზ. 67ა

 

Tel.: +995 (032) 2 40 10 10 (3688) | Mob.: +995 577 61 44 02

Web.: www.sda.gov.ge  www.fb.com/psda.gov.ge

 


წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.  

The information contained in this e-mail and its attachment(s) is intended for specific addressee(s) only, and may be confidential.

If you are not the intended addressee of the e-mail, please: immediately notify the sender and return the electronic message; do not disclose, distribute the content of the e-mail and its attachment(s); do not copy or otherwise use this message; delete the e-mail and its attachment(s); from your system.