From : Tamar Spanderashvili <t.spanderashvili@sda.gov.ge>
To : itabatadze@ssa.gov.ge; Zurab Batiashvili <zbatiashvili@moh.gov.ge>
Subject : სოციალური მომსახურების სააგენტო - ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება
Cc : Zurab Kukchishvili <z.kukchishvili@cra.gov.ge>; Mariam Tkeshelashvili <m.tkeshelashvili@sda.gov.ge>
Received On : 22.12.2015 06:45
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 22 დეკემბერს მოქმედების ვადა ეწურება ჩვენ შორის 2014 წლის 23 დეკემბერს  გაფორმებულ №14/02-217 ხელშეკრულებას „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის“ მიწოდების შესახებ“, რომლითაც სარგებლობთ ვებსერვისით. ხოლო 2015 წლის 31 დეკემბერს მოქმედების ვადა ეწურება 2014 წლის 23 დეკემბერს  გაფორმებულ №14/02-216 ხელშეკრულებას  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის“ მიწოდების შესახებ“, რომლითაც გაწვდით ბაზას.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ 2015 წლის 15 დეკემბრის №04/97036 წერილით მომართა სააგენტოს.

 

ჩვენ მოვამზადეთ ხელშეკრულებების ცვლილების პროექტები, რომელთაც გიგზავნით თანდართული სახით. ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, რომლის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი არის მინისტრის მოადგილე, ბატონი ზაზა სოფრომაძე, იგი, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ვერ იქნება ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი.

 

ამდენად, მოგმართეთ თხოვნით, რათა დაგეზუსტებინათ  სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ხელმომწერი პირის ვინაობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხელმომწერი უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ბატონი თამაზ მოდებაძე.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. ამავე დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დირექტორი „წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას“. იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დირექტორი „მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს“. ამდენად, მინისტრი გამოსცემს მოადგილეთა უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ შესაბამისი აქტი, რათა ხელშეკრულების გაფორმების პროცესში უფლებამოსილი პირი განისაზღვროს კონკრეტული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

დამატებით, წარმოგიდგენთ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შესახებ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 17 ივლისის №314/ს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც, ქალბატონ ნინო ინწკირველს აქვს მინიჭებული ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

 

 

 

პატივისცემით,

-

თამარ სპანდერაშვილი

 

გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების
მართვის სამსახურის დოკუმენტატორი

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

cid:image001.png@01D02391.E83100A0

 

საქართველო, თბილისი, 0154

აკ. წერეთლის გამზ. 67ა

 

Tel.: +995 (032) 2 40 10 10 (3688) | Mob.: +995 577 61 44 02

Web.: www.sda.gov.ge  www.fb.com/psda.gov.ge