გაცნობებთ, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა ამავე დადგენილებით შექმნილ, ასევე სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით უზრუნველყოფის უწყვეტობის მიზნით, კვლავ სავალდებულოა იმ ინფორმაციაზე წვდომა, რაც ესაჭიროებოდა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს.
შესაბამისად, გიგზავნით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის პროექტს (მცირე ცვლილებებით) და გთხოვთ, განვაახლოთ მასზე მუშაობა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერვისის ტექნიკურ აღწერილობაზე (დანართი N 1) განათლების მართვის სისტემის პროგრამისტები მუშაობდნენ.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.