მოგესალმებით
გუშინ დასრულდა მარტის თვის ატვირთვა. ძირითადი ნაწილი ატირთულია, თუმცა მაინც გვაქვს მინიმალური ხარვეზები, რომლებიც იმედია აპრილის თვეში გამოსწორდება.
ვერ აიტვირთა:
- 5 ექოსკოპია, რომელთა რადიოლოგია არაა დასრულებული. NCDC უდევს ვალიდაცია რომ ორივე რადიოლოგმა დაწეროს ჯერ პასუხი და შემდეგ იგზავნება ექოსკოპია. გუშინ მოიწერეს, რომ აღნიშნული ვალიდაცია სამომავლოდ შეიცვლება.
- 19 პაპი, რომელთა კვლევები ასევე არაა დასრულებული. (ამ ნაწილს პროგრამულად ვერ ვაკონტროლებ, რადგან რეპორტში ჩემთან არ ჩანს პაპის პასუხი რა თარიღში იწერება, სამომავლოდ კიდევ უფრო გართულდება აღნიშნული ინფორმაციის გაკონტროლება, როცა დაემატება სხვადასხვა თვის ინფორმაცია. )
- 4 პაპი - გურჯაანის პაციენტებიდან
- 3 უმისამართო პაციენტი, რომლებიც რეგისტრატურას არ უნდა დაერეგისტრირებინა
- 3 პაციენტი რომელთაც ჯერ არ ეკუთვნოდათ კვლევა თუმცა პროგრამამ გაატარა
- 2 პაციენტი. რომელთა დარეგისტრირება სხვა ორგანიზაციამ დაგვასწრო
აუცილებელია ჩვენ მხარეს პროგრამაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
- რეპორტში დაემატოს პაპის შედეგის თარიღი
- დაემატოს ძუძუს ციტოლოგიის რეპორტი, რომელიც საერთოდ არ ამოდის ჩვენს პროგრამაში და შესაბამისად ციტოლოგიებიც ვერ გაკონტროლდება
აქვე პროგრამის დამატებითი ხარვეზები:
- თუ პაციენტის მისამართია სოხუმი, თბილისის ქუჩა. ატარებს როგორც თბილისის პაციენტი
- მამოლოგიის რეპორტში ვერ ხდება გაკონტროლება რეალურად შევიდა თუ არა პაციენტი კვლევაზე. რეპორტში უნდა დაემატოს შედეგის ველი, ან რომელიმე ველი რასაც აუცილებლად ავსებს მამოლოგი თუ პაციენტი შევიდა კვლევაზე.
სასურველია აღნიშნული საკითხები მოგვარდეს მანამ, სანამ სკრინინგი დაკეტილია.