From : info <Info@csb.gov.ge>
To : Undisclosed recipients:Undisclosed
Subject : საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კვლევა
Received On : 03.02.2021 14:26

მოგესალმებით,
 
საჯარო სამსახურის ბიურო ატარებს ანონიმურ კვლევას ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შესწავლისა და გაუმჯობესების მიზნით.
 
კვლევაში მონაწილეობისათვის გიგზავნით კითხვარს, რომლის შევსებასაც შეძლებთ მოცემული ბმულის საშუალებით.
 
მიღებული მონაცემები დამუშავდება სტატისტიკური მიზნებისათვის, რაც საფუძვლად დაედება ბიუროს მუშაობის გაუმჯობესებასა და მიწოდებული სერვისების დახვეწას.
 
კითხვარის შესავსებად დაგჭირდებათ 5-10 წუთი.
 
გაცნობებთ, რომ გამოკითხვა აქტიური იქნება მიმდინარე წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
 ​
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 595 956246 მოგვწერეთ ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე.


სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
(+995 32) 2192727