| From : | Nana Maskharashvili <nmaskharashvili@moh.gov.ge> |
| To : | Zurab Batiashvili <ZBatiashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მეურვეობა მზრუნველობის თაობაზე |
| Cc : | Eter Zurebiani <ezurebiani@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.03.2021 11:27 |
| Attachments : |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275 მუხლის მე–3 პუნქტის, 12771, 15081და 15083
მუხლების შესაბამისად, 2019 წლის 1 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში, მეურვეობა
მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა მიემართა სასამართლოსთვის იმ
ქმედუუნარო პირების, რომლებიც სტაციონარში არ არიან მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად
ცნობისა და მათი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ ამ მიზნით აღნიშნულ პერიოდამდე
სასამართლოსათვის მეურვეს, თავად ქმედუუნარო პირს ან შესაბამის დაწესებულებას არ ქონდა
მიმართული.
2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო
გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო სისტემაში რეგისტრირებულია 18 წელზე
მეტი ასაკის მქონე 2287 სახელმწიფო გასაცემლის (მ.შ 2176 სოციალური პაკეტის, 111 სახელმწიფო
პენსიის) მიმღები პირი, რომელთა სახელმწიფო გასაცემლის მიმღებად დაფიქსირებულია მათი
მეურვეები.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, 2021 წლის 1 აპრილიდან გასაცემლის მიმღების
ადრესატის განსაზღვრის მიზნით, გიგზავნით ამ ბენეფიციართა სახელობით მონაცემებს და გთხოვთ,
შესაძლოდ მოკლე ვადაში, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მათი მხარდამჭერების შესახებ, დანართი სიის მიხედვით.
დანართი 1 ექსელის ფაილი;
პატივისცემით,
ნანა მასხარაშვილი