| From : | Zviad Zviadadze <zviadzviadadze@yahoo.co.uk> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; ketibakaradze@gmail.com; tamaz.bestaev@gmail.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სპეცკომისიის მე-5 სხდომის მასალა |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 17.03.2020 09:27 |
პატივცემულო კომისიის წევრებო,
წარმოგიდგენთ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის სპეციალური შემადგენლობის 2020 წლის N5 სხდომის მასალას.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი გაფორმდება N5 სხდომის გადაწყვეტილების სახით.
როგორც მოგეხსენებათ,
რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით კომისიის შემადგენლობის, მისი საქმიანობის პრინციპების, მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მექანიზმისა და ორგანიზაციულ - ტექნიკური ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-68/ო 27/02/2020წ. ბრძანების თანახმად, კომისიის სპეციალური შემადგენლობის სხდომაზე განიხილება იმ მოქალაქეთა სამედიცინო სერვისების დაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არიან საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები; საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გადმოყვანილ იქნენ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან შეთანხმებით; წარმოდგენილი აქვთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან საქართველო-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შუამდგომლობები, რომლითაც დადასტურებულია მათი იდენტობა.
ამავე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად, სერვისების დაფინანსება განისაზღვრება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით განსაზღვრული კოდისთვის სერვისის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად, 100%-თ,
გეგმური ქირურგიული სერვისები განიხილება არა უმეტეს 1 შემთხვევისა წელიწადში.
დაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება არაუმეტეს 15 000 ლარისა.
დაფინანსებას არ ექვემდებარება:
ა) ამბულატორიული (პირველადი) დიაგნოსტიკა ;
ბ) ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული სერვისები;
გ) პლასტიკური და ესთეტიკური კორექციის მიზნით დაგეგმილი ქირურგიული სერვისები (მ.შ. ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციული მკურნალობა, მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია, ძვირადღირებული ბროლი); ბარიატრიული ქირურგია, სტრაბიზმის კორექცია;
დ) რეაბილიტაციური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა (მ.შ. ბავშვთა ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების, ასევე, ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმის შემთხვევაში);
ე) C ჰეპატიტის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა;
ვ) სტომატოლოგიური პროფილის მკურნალობა და პროთეზირება;
ზ) ორთოპედიული ენდოპროთეზირების ოპერაციები;
თ) პლაზმაფერეზის, გულის გარეგანი კონტრპულსაციის პროცედურები;
ი) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
კ) სანატორიულ - კურორტული მკურნალობა;
დამატებით შევნიშნავთ, რომ კომისიის წინა შემადგენლობის წევრებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, კომისიის მიერ განიხილებოდა ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული მ. შ. მაღალტექნოლოგიური კვლევა ონკოლოგიური პაციენტებისათვის და აუცილებელია დიაგნოზის დადგენის, ოპერაციული, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის ტაქტიკის და დიზაინის განსაზღვრისათვის. კომისიის მიერ განიხილება და ფინანსდება, ასევე, კორონაროგრაფიული და ანგიოკარდიოგრაფიული კვლევები კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული პაციენტებისათვის.
წარმოდგენილ მასალაში გადაწყვეტილებები დაფიქსირებულია სწორედ ზემოთ აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით.
პ.ს.
დამატებით გეგზავნებათ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
შვნიშნავთ, რომ რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით კომისიის შემადგენლობის, მისი საქმიანობის პრინციპების, მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მექანიზმისა და ორგანიზაციულ - ტექნიკური ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-68/ო 27/02/2020წ. ბრძანების და დანართების ელექტრონული ვერსია კომისიის ყველა წევრისთვის მიწოდებულია დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით 28/02/2020წ. საქმისწარმოების სამმართველოს მიერ.
გთხოვთ, ოპერატიულად დააფიქსიროთ თქვენი გადაწყვეტილება.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00