| From : | Tinatin Khardziani |
| To : | Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 23.07.2019 07:01 |
მოგესალმებით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, მოგახსენებთ, რომ დაგეგმილია სამინისტროს ცენტრალური აპარატის მართვის შემდგომი სრულყოფისათვის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, აქედან გამომდინარე, მისი თხოვნაა, ამ ეტაპზე მინისტრთან შეთანხმების გარეშე თავი შეიკავოთ ყოველგვარი საკანონმდებლო პროექტების მომზადების, შესყიდვების განხორციელების, სხვადსხვა ტიპის გრძელვადიანი გეგმების დასახვის, სამინისტორს კომპეტენციიდან გამომდინარე სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისგან, მივლინებების და ერთ კვირაზე მეტი დროით შვებულებების გაცემისაგან.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გააცნოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს.
პატივისცემით,
თინათინ ხარძიანი