| From : | Tinatin Khardziani |
| To : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: D-დიმერის განსაზღვრა |
| Received On : | 22.10.2020 13:22 |
From: Tengiz Tsertsvadze
Sent: Wednesday, October 21, 2020 6:13 PM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: D-დიმერის განსაზღვრა
ქალბატონო ეკატერინე,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით იმ პათოლოგიებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, რომლის დროსაც არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების მომატებული რისკი და შესაბამისად, საჭიროა (სასურველია) სისხლში D-დიმერის განსაზღვრა (აგრეთვე გავუკეთებთ სისხლის საერთო ანალიზასაც) ბინაზე დატოვებულ და/ან საკარანტინე სასტუმროში მოთავსებულ COVID-19-ით ავადმყოფებში.
შენიშვნა: ეს გამოკვლევები გაუკეთდება მხოლოდ სასტუმროში მოთავსებულ ავადმყოფებს, თუ ბინაზე მყოფებსაც - თქვენი გადასაწყვეტია არსებული რესურსის გათვალისწინებით. ისე, რა თქმა უნდა, თუ ბინაზე მყოფებსაც გაუკეთდებოდათ, გაცილებით უკეთესი იქნება.
ბინაზე ან საკარანტინე სასტუმროებში მეთვალყურეობაზე მყოფი იმ COVID-19-ით პაციენტების ჩამონათვალი, რომელთაც სასურველია ჩაუტარდეთ სისხლში
D-დიმერის გამოკვლევა და სისხლის საერთო ანალიზი:
1- ასაკი 40 წელს ზემოთ (ყოველ დამატებით 10 წლეულზე თრომბოემბოლიის რისკი იზრდება (ორმაგდება))
შენიშვნა: თუ 40 წელს ზემოთ ვერ შევძლებთ პაციენტთა სიმრავლის გამო, მაშინ 50 წელს ზემოთ მაინც.
2- ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიის არსებობა
3- სიმსუქნე (სიმსუქნით დაავადებულ პირებს გაორმაგებული აქვთ ვენური თრომბოემბოლიის რისკი)
4- ვენების ვარიკოზის არსებობა
5- ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან ესტროგენების მიღება მენოპაუზის სიმპტომების საწინააღმდეგოდ
6- ვენური თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი (განსაკუთრებით პირველი რიგის ნათესავებში)
7- გენეტიკური მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარებას
შენიშვნა: ამას, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი ვერ განსაზღვრავს, მაგრამ მან უნდა ჰკითხოს ავადმყოფს, ხომ არ იცის ამ უკანასკნელმა, რომ აქვს რაიმე ასეთი გენეტიკური მდგომარეობა.
8- ორსული ან მშობიარობის შემდგომი პერიოდი
9- ტრავმული დაზიანება, განსაკუთრებით ქვედა კიდურების და ხერხემლის მიდამოში
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
P.S. ქ-ნო ეკატერინე. ეს აქცია შეიძლება შესასრულებლად ძნელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით და კარგია, თუ შევძლებთ. ასე მაგალითად, უკვე ხუთი უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა ბინაზე და ერთი - სასტუმროში. ამის გარდა პაციენტებს ექნებათ განცდა, რომ სახელმწიფოს ისინი არ მიუტოვებია და მათზე ზრუნავს.