| From : | Tinatin Khardziani |
| To : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: სასწრაფოდ |
| Received On : | 15.09.2020 11:09 |
From: Tengiz Tsertsvadze
Sent: Sunday, September 13, 2020 5:06 PM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: სასწრაფოდ
სასწრაფოდ
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება, რასაც თან სდევს ახალი COVID კლინიკების დამატება, ჰოსპიტალიზებული პაციენტების, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სერიოზული მატება, მათ შორის ისეთ კლინიკებში, სადაც COVID-19-ის მართვის არანაირი გამოცდილება არა აქვთ და/ან საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსი არა აქვთ. ზოგჯერ ხდება პაციენტების გადანაწილება სხვა კლინიკებში, რომლებიც ყოველთვის არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
ცალკეული კლინიკები გვთხოვენ სხვადასხვა სახის დახმარებას, მათ შორის, ასე განსაჯეთ სამედიცინო პერსონალით დახმარებასაც კი.
ჩვენ (კლინიკური ჯგუფი) პრაქტიკულად ბოლო დღეებში მომხდარი ცვლილებების საქმის კურსში საერთოდ არა ვართ. არც არავინ არაფერს გვეუბნება. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავუწიოთ COVID კლინიკებს, განსაკუთრებით ახლად ჩართულ COVID კლინიკებს, საკონსულტაციო, მეთოდური, ლაბორატორიული და სხვა სახის დახმარება. როგორც ადრე მოგახსენეთ, არის აგრეთვე სხვა სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხებიც.
არსებული სიტუაცია ძალიან სერიოზულია და შეიცავს გამოსავლების ძალიან სერიოზული გაუარესების რისკებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.
გუშინ, ა.წ. 12 სექტემბერს მოგმართეთ თხოვნით სასწრაფო შეხვედრის თაობაზე, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, სასწრაფოდ შეგვხვდეთ COVID-19-ის მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რათა განვიხილოთ კლინიკური სექტორი ზოგადად და COVID-19-ის კლინიკური მართვის საკვანძო საკითხები და გავატაროთ ქმედითი ღონისძიებები, რათა ამ რთული სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე