From : hospitals <hospitals@moh.gov.ge>
To : Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>
Subject : Registration of Covid 19 testing
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de
Received On : 04.10.2020 15:57
Attachments :

ძვირფასო ნინო და კოლეგებო

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში რამდენჯერმე დადგა კოვიდ 19-ის დიაგნოსტიკისთვის ტესტების შესყიდვის და ქვეყანში იმპორტირების საკითხი. ტესტების ქვეყანაში იმპორტირებისა და მათი შემდგომი გამოყენებისთვის არსებობს 2 მექანიზმი : 1) ტესტ სისტემების რეგისტრაცია დადგენილი წესით ან 2) რეგისტრაციის გვერდის ავლით ტესტ სისტემების ქვეყანაში იმპორტის დაშვება საზოგადოერბივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ასევე დადგენილი წესით.

 

საკითხის მნიშვნელობის და ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით (რაც არ უნდა პრესტიჟულ მომწოდებელთან გვქონდეს საქმე), ვფიქრობ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ რეგისტრაციის ან საზ. ჯანდაცვის მიზნებისთვის ტესტების ქვეყანაში შემოტანის წესები.

 

რაც შეეხება როშეს ადგილობრივი წარმომადგენლის „მირკოს მენეჯერის წერილს, რომლის თანახმად კომპანიას უარი ეთქვა დოკუმენტაციის ჩაბარებაზე რადგან ვერ წარმოადგინეს ISO, FSC, გამოყენების ინსტრუქცია და ავტორიზაციის წერილები იყო ელექტრონული ვერსიები და არა ორიგინალი, ან ნოტარიულად ან სველი ბეჭდით დამოწმებული როგორც ამას მოითხოვს წამლის კანონი (სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები): ამ ეტაპზე რამდენადაც მესმის არსებობს შეთანხმება, რომ წარმოადგინონ ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტები. იმედი მაქვს ასეც მოიქცევიან და რეგისტრაციის პროცედურა დასრულდება დადგენილ ვადებში. თუ არსებობს საზ. ჯანდაცვის მიზნებისთვის რეგისტრაციის გვერდის ავლით ტესტების ქვეყანაში შემოტანის აუცილებლობა, ამ პროცედურის გათვალისწინებაც შეგვიძლია.

 

ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყველა მომწოდებელს განვუმარტოთ, რომ, სამინისტროს შუამდგომლობით, რეგისტრაციის ან საზ. ჯანდაცვის მიზნებისთვის იმპორტის დაშვების წესებიდან გადახვევას ადგილი არ ექნება.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

 

 

პატივისცემით,

 

თამარ გაბუნია

 

მინისტრის პირველი მოადგილე

 

 

 

Sincerely,

 

Tamar Gabunia, MD, MPH

 

First Deputy Minister