From : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
To : Elvira Eibovi <eibovielvira@yahoo.com>
Subject : Re: ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები
Cc : bbokhashvili@gmail.com; d.elibegova@gmail.com; elisolomidze@yahoo.com; tinagog@hotmail.com; lasha@una.ge; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Gvantsa Amiranashvili <gamiranashvili@moh.gov.ge>
Received On : 30.07.2020 14:19

მოგესალმებით,

პირველ რიგში, მადლობა დოკუმენტების გაზიარებისთვის. წარმოგიდგენთ უკუკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის მესამე პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტში, სადაც მაგალითებია წარმოდგენილი მესამე პრიორიტეტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონების განვითარების საკითხი სახელმწიფოს სხვა სტრატეგიული დოკუმენტებისთვის არის უფრო მეტად რელევანტური, ხომ არ აჯობებდა რეგიონების ნაცვლად მოცემული სტრატეგიის მიზნებისთვის აქცენტი გაკეთებულიყო ინდივიდებზე, შესაბამისად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

აქვე, გთავაზობთ მიზნისა და ამოცანის სამუშაო ვერსიებს ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან დაკავშირებით:

მიზანი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამოცანა: დასაქმების, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე და სერვისებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების  ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.


მზად ვართ შემდგომი კომუნიკაციისთვის.


პატივისცემით,

თინათინ რამიშვილი

სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი

ადმინისტრაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

მობ.: +995 595 039 023
ელ-ფოსტა: 
tramishvili@moh.gov.ge


moh.gov.ge


From: Elvira Eibovi
Sent: Tuesday, July 21, 2020 1:31 PM
To: ეკატერინე ზვიადაძე; irinesaganelidze@yahoo.com; k.jakeli@zspa.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; Sophio Chantadze; Tinatin Ramishvili; m.peradze@mia.gov.ge; mamuka_koiava@yahoo.com; lakiashvili@gov.ge; eskhiladze@ombudsman.ge; Tinatin Bolkvadze; n.rosebashvili@mrdi.gov.ge; Levan Zhvania; smekvabishvili@moesd.gov.ge; Ketevan Sarajishvili; benogegechkori@gmail.com; სოფიო სიჭინავა; ketevankokorashvili@gmail.com; kchopliani@gmail.com; Merabi Qidzinidze; bepieva.naira@gmail.com; k_zaur@yahoo.com; zkhalilov@cif.org.ge; arnostep@yahoo.com; acicc.info@gmail.com; mariaraqelova@yahoo.com; leila-mamedova74@mail.ru; Bella Osipova; Marine Solomonishvili; dishneli@gmail.com; e_kotanidi@hotmail.com; kgabunia@cciir.ge; kakha.gabunia@tsu.ge; mshvenieradze@gdi.ge; Lasha Tugushi; Marika Kurdadze; Nino Gogoladze; Ketevan Chachava; Aleksandre Kvakhadze; r.aliyeva@gpb.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; Elza Telia
Cc: Eliso Lomidze; Tina Gogheliani; Lasha JUGHELI; bbokhashvili@gmail.com; Dea Elibegova
Subject: ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები
 

მოგესალმებით კოლეგებო,

 

უპირველეს ყოვლისა, გვინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ . ბათუმში გამართულ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის გასვლით გაფართოებულ სამუშაო სხდომაში მიმდინარე წლის 17-18 ივლისს  მონაწილეობისთვის და კონსტრუქციული ჩართულობისთვის.  ჩვენი შეფასებით, შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების პირველადი ვერსია, რომელიც შემდეგ ჩაიშლება შესაბამის სტრატეგიულ და სპეციფიურ ამოცანებად.

გიგზავნით შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალს და გთხოვთ თქვენი მოსაზრებები, წინადადებები  და მისაღები ფორმულირებები მიმდინარე წლის 30 ივლისის ჩათვლით მოგვაწოდოთ. ამავდროულად, მოგვწერეთ თითოეული მიმრთულების ფარგლებში რომელ სტრატეგიულ მიზნებს მოიაზრებთ.

პრიორიტეტის ვერსიები იხ. თანდართულ ფაილებში.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა პროცესში.

 

გმადლობთ თანამშრომლობისთვის,

 

პატივისცემით,

 

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი