| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Re: შეხვედრასთან დაკავშირებით |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 06.07.2020 17:21 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 3 ივლისს მოგმართეთ თხოვნით შეხვედრის თაობაზე ცენტრის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ყველაზე გადაუდებელი პრობლემების გადაჭრასთან, აგრეთვე ქვეყანაში აივ/შიდსის მართვაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია.
გთხოვთ, გამონახოთ შესაძლებლობა, შეგხვდეთ შესაძლოდ მოკლე დროში. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ შეხვედრას დაესწრებიან ქ-ნ თამარ გაბუნია და ბ-ნი გიორგი წოწკოლაური.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
როგორც მოგეხსენებათ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მუშაობა კვლავ უწევს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც სულ უფრო უარესდება. ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის COVID-19-თან და სხვა მძიმე ინფექციებთან მუშაობაში. გარდა ამისა, კვლავ გადაუჭრელია ქვეყანაში აივ/შიდსის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი სერიოზული საკითხი, რომლის თაობაზეც ადრე არაერთგზის მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას.
გთხოვთ, გამონახოთ შესაძლებლობა, შეგხვდეთ შესაძლოდ მოკლე დროში. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ შეხვედრას დაესწრებიან ქ-ნ თამარ გაბუნია და ბ-ნი გიორგი წოწკოლაური.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე