| From : | Ekaterine Siradze <eksiradze@gmail.com> |
| To : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ტრენინგი - მართვა და ლიდერობა საჯარო სამსახურში |
| Cc : | Irina Aghapishvili <iaghapishvili@csb.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.08.2020 12:38 |
მოგესალმებით,
ქალბატონო ეკატერინე, გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილ (მართვისა და ლიდერობის შესახებ) ტრენინგებში, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 31 აგვისტო - 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მონაწილეობას მიიღებს მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული 3 პირი. (ანა დარახველიძე, თამარ შალამბერიძე, შორენა ოქროპირიძე).
საუკეთესო სურვილებით,
From: Ekaterine Siradze <eksiradze@gmail.com>
Sent: 24 August, 2020 10:50
To: Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>
Cc: Irina Aghapishvili <iaghapishvili@csb.gov.ge>
Subject: ტრენინგი - მართვა და ლიდერობა საჯარო სამსახურში
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ბიურო, UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, ატარებს მართვისა და ლიდერობის შესახებ ტრენინგებს.
აღნიშნული ტრენინგები ტარდება სამინისტროს სისტემაში (სამინისტრო და საქვეუწყებოები) მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის. პროექტის ფარგლებში, ივლისის თვეში, უკვე ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი. დამატებით, შესაძლებლობა გვაქვს დავგეგმოთ ახალი სამდღიანი ტრენინგი შემდეგ თარიღებში: 31 აგვისტო - 2 სექტემბერი, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ჩვენი წინა კომუნიკაციის გათვალისწინებით, ე.წ. რეზერვში გვყავდა ის ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ დაესწრონ აღნიშნულ ტრენინგს. დაზუსტების მიზნით, ამ ადამიანების სახელებს და გვარებს გიგზავნით დანართის სახით და კიდევ ერთხელ რომ დაგვიდასტუროთ მათი მონაწილეობა.
აქვე, იმ შემთხვევაში, თუ არიან მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე სხვა მოხელეებიც, რომელთაც სურვილი ექნებათ აღნიშნულ ტრენინგზე დასწრების, გთხოვთ, 25 აგვისტომდე, მოგვწეროთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) და ჩვენ უზურნველვყოფთ ტრენინგში მათ მონაწილეობას.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს.
COVID-19 პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრები გრძელდება დისტანციურად, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის
საუკეთესო სურვილებით,
ეკა
ეკატერინე სირაძემთავარი სპეციალისტი | ანალიტიკური დეპარტამენტი
საჯარო სამსახურის ბიურო
ტელ: +995 32 219 27 27 (144)
მობ: +995 577 244 599
www.csb.gov.ge