From : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
To : Ketevan Pkhaladze <kpkhaladze@moh.gov.ge>
Subject : Re: ტრენინგ საჭიროებები
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>
Received On : 04.09.2020 12:36
Attachments :

ქალბატონო ქეთევან,


გიბრუნებთ შესწორებულ დოკუმენტს, სადაც „რა-თუ” (What-IF ) ანალიზი და სცენარების მენეჯმენტის ტრენინგის“ ნაცვლად მივუთითეთ „ტრენინგი Excel-სა და Access-ში“. ასევე, დავაკონკრეტეთ პირველივე ტრენინგის ფარგლებში „მონაცემთა დამუშავება და  ანალიზი კონკრეტული პროგრამების გამოყენებით“ - გამოსაყენებელი პროგრამების დასახელებები.


რაც შეეხება ტრენინგის: „კვლევის მეთოდები, დაგეგმვა და განხორციელება“ შინაარს, იგი მოიცავს კვლევის განხორციელების სხვადასხვა მეთოდების, ასევე კვლევის დაგეგმვის (შერჩევის პროცესის ჩათვლით) და განხორციელების პროცესის (სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის გამოკითხვები, ფოკუს-ჯგუფები და სხვა) შესახებ გადამზადებას.


რაც შეეხება ტრენინგების ცენტრების ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობს და გამოცდილების შესახებაც ცნობილია ჩვენი სამმართველოს თანამშრომლებისთვის და ვფიქრობთ რომ ჩვენი საჭიროებებისთვის შესაძლოა განვიხილოთ:

  • ​​ საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერეული ქსელების ასოციაცია - GRENA
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
  • კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - CRRC
  • ანალიზის და კონსულტაციის ჯგუფი - ACT
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS


კეთილი სურვილებით,

თინა




​_

პატივისცემით,

თინათინ რამიშვილი

სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი

ადმინისტრაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

მობ.: +995 595 039 023
ელ-ფოსტა: 
tramishvili@moh.gov.ge


moh.gov.ge


From: Ketevan Pkhaladze
Sent: Friday, September 4, 2020 11:43 AM
To: Tinatin Ramishvili
Cc: Tinatin Khardziani; Alexi Zhvania; Natela Zurabishvili
Subject: FW: ტრენინგ საჭიროებები
 

მოგესალმებით,

ქალბატონო თინათინ, გიგზავნით თქვენს მიერ შევსებულ ტრენინგ საჭიროებების ცხრილს, გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში მიუთითოთ ტრენინგ ცენტრები სადაც ისურვებდით აღნიშნული ტრენინგების გავლას.

ასევე, გთხოვთ  (1. “რა-თუ” (What-IF ) ანალიზი და სცენარების მენეჯმენტი  2. კვლევის მეთოდები, დაგეგმვა და განხორციელება) განავრცოთ რას მოიცავს.

 

გთხოვთ შეავსოთ წარმოდგენილი დოკუმენტი და მოგვაწოდოთ დღის ბოლომდე.

 

პატივისცემით

ქეთევან ფხალაძე

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული

598 78 70 07