| From : | Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge> |
| Subject : | Re: მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ყოველწლიური გეგმა - 2020 |
| Cc : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Gvantsa Amiranashvili <gamiranashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.07.2020 11:24 |
| Attachments : |
გიორგი, შუადღე მშვიდობისა,
იმედი მაქვს თავს კარგად გრძნობ.
გიგზავნით 2020 წლის მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ყოველწლიურ გეგმას შესაბამისი კომენტარებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.
მზად ვართ შემდგომი კომუნიკაციისთვის.
კეთილი სურვილებით,
თინა
მოგესალმებით,
როგორც იცით, მთავრობის ადმინისტრაციამ წლის დასაწყისში დაიწყო 2020 წლის მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ყოველწლიურ გეგმაზე მუშაობა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო აღნიშნული პროცესი შეფერხდა. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეულ თქვენგანთან გვქონდა კომუნიკაცია თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად.
გვსურს, პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიაროთ თქვენთან კონსულტაციები თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომ შევაჯეროთ გეგმის საბოლოო ვერსია. შესაბამისად, დანართის სახით გიგზავნით შემოთავაზებული დოკუმენტების სრულ სიას სადაც ასევე მითითებულია ჩვენი რეკომენდაციები. გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, გადახედოთ სიას, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები და გვაცნობოთ შესაძლო ცვლილებების შესახებ (მაგალითად, პანდემიის გამო ხომ არ გადაიდო დოკუმენტის შემუშავება, ან ჩასწორდა დასახელება, ან მიზანშეწონილი გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავება, ასევე განაახლოთ თარიღები) 10 ივლისის ჩათვლით. ასევე გთხოვთ გაეცნოთ თქვენსავე ან მომიჯნავე სექტორში დაგეგმილი/შემუშავების ეტაპზე მყოფ დოკუმენტებსაც, რომ იყოს მეტი კოორდინაცია.
აგრეთვე, მზად ვართ, კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ კონსულტაციები თითოეულ თქვენგანთან.
პატივისცემით,
გიორგი
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T: +995 322 2990900, 2014 |
|