From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : RE: D-დიმერის განსაზღვრა
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; etikaradze@yahoo.de; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 26.10.2020 22:23
Attachments :

ბატონო თენგიზ

დიდი მადლობა შემოთავაზებული სქემისთვის. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია თრომბოემბოლიური გართულებების პრევენცია, როგორც ანამნეზში რისკ ფაქტორების გამოვლენის, ასევე სისხლში D-დიმერის განსაზღვრის საშაუალებით საკარანტინე სასტუმროში და შერჩევითად ბინაზე მყოფ პაციენტებში.

კარგი იქნება ამ დღეებში კლინიკურ ჯგუფთან ერთად დავასრულოთ პროტოკოლის მომზადება და დავიწყოთ დანერგვა.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 21 October, 2020 18:13
To: Ekaterine Tikaradze e>
Cc: Tamar Gabunia ; Tinatin Khardziani ; Ekaterine Adamia ; akaki abutidze
Subject: D-დიმერის განსაზღვრა

 

ქალბატონო ეკატერინე,    

შეთანხმებისამებრ გიგზავნით იმ პათოლოგიებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, რომლის დროსაც არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების მომატებული რისკი და შესაბამისად, საჭიროა (სასურველია) სისხლში D-დიმერის განსაზღვრა (აგრეთვე გავუკეთებთ სისხლის საერთო ანალიზასაც) ბინაზე დატოვებულ და/ან საკარანტინე სასტუმროში მოთავსებულ COVID-19-ით ავადმყოფებში.   

შენიშვნა: ეს გამოკვლევები გაუკეთდება მხოლოდ სასტუმროში მოთავსებულ ავადმყოფებს, თუ ბინაზე მყოფებსაც - თქვენი გადასაწყვეტია არსებული რესურსის გათვალისწინებით. ისე, რა თქმა უნდა, თუ ბინაზე მყოფებსაც გაუკეთდებოდათ, გაცილებით უკეთესი იქნება.    

 

ბინაზე ან საკარანტინე სასტუმროებში მეთვალყურეობაზე მყოფი იმ COVID-19-ით პაციენტების ჩამონათვალი, რომელთაც სასურველია ჩაუტარდეთ სისხლში

D-დიმერის გამოკვლევა და სისხლის საერთო ანალიზი:   

 

1-     ასაკი 40 წელს ზემოთ (ყოველ დამატებით 10 წლეულზე თრომბოემბოლიის რისკი იზრდება (ორმაგდება))

 

შენიშვნა:  თუ 40 წელს ზემოთ ვერ შევძლებთ პაციენტთა სიმრავლის გამო, მაშინ 50 წელს ზემოთ მაინც.

 

2-     ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიის არსებობა

 

3-     სიმსუქნე (სიმსუქნით დაავადებულ პირებს გაორმაგებული აქვთ ვენური თრომბოემბოლიის რისკი)

 

4-     ვენების ვარიკოზის არსებობა

 

5-     ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან ესტროგენების მიღება მენოპაუზის სიმპტომების საწინააღმდეგოდ

 

6-     ვენური თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი (განსაკუთრებით პირველი რიგის ნათესავებში)

 

7-     გენეტიკური მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარებას

შენიშვნა:     ამას, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი ვერ განსაზღვრავს, მაგრამ მან უნდა ჰკითხოს ავადმყოფს, ხომ არ იცის ამ უკანასკნელმა, რომ აქვს რაიმე ასეთი გენეტიკური მდგომარეობა.

 

8-     ორსული ან მშობიარობის შემდგომი პერიოდი   

 

9-     ტრავმული დაზიანება, განსაკუთრებით ქვედა კიდურების და ხერხემლის მიდამოში

პატივისცემით,

თენგიზ ცერცვაძე

P.S. ქ-ნო ეკატერინე. ეს აქცია შეიძლება შესასრულებლად ძნელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით და კარგია, თუ შევძლებთ. ასე მაგალითად, უკვე ხუთი უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა ბინაზე და ერთი - სასტუმროში. ამის გარდა პაციენტებს ექნებათ განცდა, რომ სახელმწიფოს ისინი არ მიუტოვებია და მათზე ზრუნავს.