From : Salome Bakhsoliani <sbakhsoliani@stateinspector.ge>
To : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: მონაცემთა ბაზებთან წვდომის საკითხი
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Received On : 07.10.2020 12:54
Attachments :

მოგესალმებით თინათინ,

 

თუ სწორად მივხვდი, გსურთ, რომ ანალიტიკურ სამმართველოს სრულად ჰქონდეს წვდომა როგორც სამინისტროს, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების მონაცემთა ბაზებზე.

თქვენ წერილში მითითებულ ნორმებში ზოგიერთ შემთხვევაში მითითებაა სამინისტროს სისტემის მასშტაბით კონკრეტული ღონისძიების გატარებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სამინისტროა მითითებული. რაც შეეხება დებულების მე-3 მუხლის ჰ2 ქვეპუნქტს, აქ დათქმაა გაკეთებული სამინისტროსთვის დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად მონაცემებზე წვდომის შესაძლებელობაზე.

 

ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის სახით - მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. ასევე, გასათვალისწინებელია ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტი - მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

 

შესაბამისად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების მონაცემთა ბაზებზე წვდომის ფარგლები უნდა განისაზღვროს აღნიშნული პრინციპის შესაბამისად - მხოლოდ იმ მონაცემებზე და იმ მოცულობით (მაგალითად, სრული წვდომის ნაცვლად, მონაცემების პერიოდული მიწოდება), რაც ნამდვილად აუცილებელია და საჭიროა კანონმდებლობით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

პატივისცემით,

 

სალომე ბახსოლიანი

 

საჯარო სექტორზე ზედამხედველობის

დეპარტამენტის უფროსი

 

Logo-Geo

ვაჩნაძის ქ. 7, 0105, თბილისი, საქართველო

მობ.: (995 595) 95 94 92

ტელ.: (995 32) 2421000 *105

www.pdp.ge

www.personaldata.ge


შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ: წინამდებარე წერილი კონფიდენციალურია და განკუთვნილია მხოლოდ წერილში მითითებული პიროვნების ან ორგანიზაციისათვის. თუ წერილი თქვენთვის არ არის განკუთვნილი, დაუშვებელია მისი შინაარსის გამჟღავნება, გავრცელება ან მის შინაარსზე დაყრდნობით ნებისმიერი ქმედების განხორციელება. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ წინამდებარე წერილი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამავე წერილის გამომგზავნს.

 

 

 

 

 

 

From: Tinatin Ramishvili [mailto:TRamishvili@moh.gov.ge]
Sent: Monday, September 28, 2020 5:28 PM
To: Salome Bakhsoliani
Cc: Tinatin Khardziani ; Alexi Zhvania
Subject: მონაცემთა ბაზებთან წვდომის საკითხი

 

სალომე მოგესალმებით, 


როგორც შევთანხმდით, გიგზავნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებას. დებულების  

მე-82  მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციები, მათ შორის ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე გამოვყოფდი შემდეგს:

ასევე, დებულების მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის თანახმად, დებულებითა და კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროს კომპეტენციაა მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენება.

ადმინისტრაციის ზემოაღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს ესაჭიროება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებულ მონაცემთა ბაზებზე წვდომა. მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება შემდეგ საკითხზე - შეგვიძლია თუ არა ზემოაღნიშნული ჩანაწერები მივიჩნიოთ საკმარის სამართლებრივ საფუძვლად მონაცემთა ბაზებზე წვდომისთვის და არის თუ არა საჭირო დამატებითი კონკრეტიზაცია? 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!


პატივისცემით,

 

თინათინ რამიშვილი

 

სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი

 

ადმინისტრაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

 

მობ.: +995 595 039 023
ელ-ფოსტა: 
tramishvili@moh.gov.ge

 

moh.gov.ge