From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : RE: კლინიკური ჯგუფი
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 13.10.2020 07:57
Attachments :

ბატონო თენგიზ

 

დიდი მადლობა წერილისთვის და კონსულტანტების მობილიზებისთვის. სამინისტრო ამზადებს ბრძანებას, რომელიც აზუსტებს კონსულტანტების გვარებს და ასევე მათი ანაზღაურების წესს. გთხოვთ განიხილოთ და დამიდასტუროთ თუ არის დანართში ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყველა იმ თანამშრომლის სია, ვინც ჩაერთვება საკონსულტაციო პროცესში.

დაველოდები თქვენს გამოხმაურებას!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 12 October, 2020 23:16
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia ; Tinatin Khardziani ; Ekaterine Adamia ; Marika Ghadua
Subject: კლინიკური ჯგუფი

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

შეთანხმებისამებრ გიგზავნით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი (შემდგომში - კლინიკური ჯგუფი) განახლებულ შემადგენლობას:

 

1.    თენგიზ ცერცვაძე - სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრისგენერალური დირექტორი, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი;

 

2.    ლევან გოფოძე - შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

3.    მარინა ეზუგბაია - სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში (სამედიცინო დირექტორი), კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

4.    ელზა ვაშაკიძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

5.    კახაბერ იშხნელი - შპს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისდირექტორის მოადგილე, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

6.      ქეთევან მაჭავარიანი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პოსტ ოპერაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი,  კლინიკური ჯგუფის წევრი.    

 

7.    ლიკა მუმლაძე - წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახ. მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

8.    ლევან რატიანი - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

9.    მანანა ხოჭავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს მთავარი კონსულტანტი, კლინიკური ჯგუფის წევრი;

 

კლინიკური ჯგუფის ძველი შემადგენლობიდან ამოღებულია: 1. დავით ბარლიანი, რომელიც აღარ მუშაობს გორის სამეხდრო ჰოსპიტალში და 2. დარეჯან კანჯარაძე -  რეანიმატოლოგი, ,,თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის“კლინიკური დირექტორი, რომელიც დაკავებულია სხვა საქმეებით და სხდომებში არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა.

 

ჯგუფში დამატებულია 1. მანანა ხოჭავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც არის ძალიან საქმიანი, მოტივირებული და აკადემიურად ძლიერი სპეციალისტი; 2. ლიკა მუმლაძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, რომელიც ძალიან ქმედითი და აქტიური მუშაკია და

3.  ქეთევან მაჭავარიანი -  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პოსტ ოპერაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ ის ასოცირებული პროფესორი. ეს უკანასკნელი ლევან რატიანის კანდიდატურაა, დარეჯან კანჯარაძის მაგივრად.

 

რაც შეეხება 4-5 ინფექციონისტის დასახელებას, რომლებიც შევლენ მობილური ჯგუფის შემადგენლობაში, ერთ რეანიმატოლოგთან და სამინისტროს ერთ წარმომადგენელთან ერთად, ჯერ-ჯერობით მოვიფიქრეთ 4 პიროვნება:

 

1.      მარინა ეზუგბაია  - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი. ტელ: 599 939 992

 

2.      ელზა ვაშაკიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. ტელ: 599 512 667

 

3.      მანანა ხოჭავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს მთავარი კონსულტანტი. ტელ: 599 500 023.

 

4.      გია ბეიტრიშვილი - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი. ტელ: 593 315 141.

 

მაგრამ ამათგან მარინა ეზუგბაია 3 ახალგაზრდა ექიმთან ერთად ოთხშაბათს მიდის აჭარაში, რადგან ამ ეტაპზე იქ უფრო საჭიროა, რაშიც დავრწმუნდი ამ საღამოს ქ-ნ თამარ გაბუნიასთან და ბ-ნ ზაზა ავალიანთან სატელეფონო საუბრების შემდეგ. შესაბამისად, თბილისის კლინიკებში მისავლინებელი ჯგუფებისთვის ჯერ-ჯერობით შემიძლია შემოგთავაზოთ 3 ინფექციონისტის კანდიდატურა: ქ-ნი ელზა ვაშაკიძე, ქ-ნი მანანა ხოჭავა და ბ-ნი გია ბეიტრიშვილი. სამივე ძალიან კარგია, თუ დათანხმდებიან. კიდევ 1-2 კანდიდატურა შევეცდები ხვალისთვის მოვიფიქრო. შეგიძლიათ ერთი ინფექციონისტის კანდიდატურა ქ-ნ ელზასაც ჰკითხოთ, თუმცა მისი ხალხი არ არის ისე გამოცდილი და მგონია, არც ისე მოტივირებული, როგორც ჩვენი ხალხი, მაგრამ მაინც შეიძლება სცადოთ.

 

რაც შეეხება რეანიმატოლოგებს ამ 4-5 ჯგუფისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ თქვენ თვითონ შეარჩევთ. შესაძლოა სთხოვოთ დასახელება ლევან რატიანს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ბოლომდე ობიექტური იქნება ის, ან რამდენად დათანხმდებიან მართლა ძლიერი რეანიმატოლოგები ამ მისიის შესრულებას, რამდენადაც ეს მათთვის მათი ძირითადი საქმიდან მოცდენა იქნება.

 

ისე, სიტუაცია იმდენად სერიოზული ხდება, მათ შორის კლინიკებში, რომ რაღაც სერიოზული ინტერვენციებია მოსაფიქრებელი. კარგი იქნება, თუ ჩვენ შევხვდებით და ზოგიერთ ვარიანტებს განვიხილავთ. ეს შეიძლება მოხდეს ხვალინდელი შეხვედრის შემდეგაც.   

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე