| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: თვითიზოლაციის პროცესის მართვის სოფტის თაობაზე |
| Cc : | Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.08.2020 14:46 |
| Attachments : |
მადლობა ნინო,
სამწუხაროდ ფასის ნაწილში ვერაფერს ვიტყვი, იქნებ ბატონი ვანო დაგვეხმაროს.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Nino Kvernadze
Sent: 26 August, 2020 18:37
To: Tamar Gabunia
Cc: Avtandil Talakvadze
Subject: RE: თვითიზოლაციის პროცესის მართვის სოფტის თაობაზე
ქალბატონო თამარ,
ბატონო ვანო,
მადლობა ინფორმაციისთვის. აქვე გაცნობებთ რომ კომპანიამ რომელმაც დანერგა ბიზნეს ვიზიტორების მართვის აპლიკაცია, კერძოდ BPM GROUP-მა, მოიწერა სავარაუდო ფასი, რომელიც შეადგენს 40 000 აშშ დოლარს დღგს გარეშე, რომელშიც შედის დამატებით 250 მომხარებლის ლიცენზია (იხ. ქვემოთ).
გთხოვთ დამიდასტუროთ რომ აღნიშნული ფასი მისაღებია.
პარალელურად, ვამზადებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკისთვის ინგლისურ ენაზე დღესვე გასაგზავნად.
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
From: David Chachkhunashvili <dchachkhuna@gmail.com>
Sent: Wednesday, August 26, 2020 6:00 PM
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
Cc: dgogochuri <dgogochuri@fmg.ge>; meri ebralidze <m.ebralidze@bpmg.ge>
Subject: განფასება
მოგესალმებით.
როგორც დღეს თქვენთან შეხვედრაზე გავიარეთ გიგზავნით აპლიკაციის განფასებას.
ჩვენ შესახებ და გამოცდილება შეგიძლიათ ნახოთ საიტზე http://bpmg.ge/
ასევე თანდართული ფაილით გიგზავნით წინა აპლიკაციის ტექ. დავალებას. (ბიზნეს ვიზიტორები, ტურისტული ვიზიტორები)
რაც შეეხება აპლიკაციის საორიენტაციო ღირებულება იქნება 40 000 აშშ დოლარო დღგს გარეშე, რომელშიც შედის დამატებით 250 მომხარებლის ლიცენზია.
--
-----------------------------------------------------------
BEST REGARDS!
DAVID CHACHKHUNASHVILI
"FINANCIAL MANAGEMENT GROUP" LTD
Tel: +995(32)2 470600
Mob:+995(591) 110308
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Wednesday, August 26, 2020 5:26 PM
To: Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
Cc: Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject: RE: თვითიზოლაციის პროცესის მართვის სოფტის თაობაზე
Importance: High
ბატონო ვანო
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! დიახ ეს საკითხი გავლილი იქნა 26 აგვისტოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზეც და თვითიზოლაციისა და კარანტინის პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის აპლიკაციის შემუშავების აუცილებლობას ყველა მხარე ეთანხმებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უკვე წარმატებით დაინერგა ბიზნეს ვიზიტორების და ნაცვალგებით შემოსული ტურისტების/მოგზაურების მართვის აპლიკაციები. მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმის გაერთიანება და საინფორმაციო კავშირების შექმნა.
ქალბატონო ნინო
დავალების მნიშვნელობის და აქტუალობის გათვალისიწნებით გთხოვთ მსოფლიო ბანკთან განიხილოთ თვით იზოლაცია-კარანტინის აპლიკაციის შექმნისთვის ტექნიკური დახმარების მობილიზების საკითხი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვადებში უაღრესად შეზღუდული ვართ და აპლიკაციის ამოქმედება უკვე 3 სექტემბერიდან უნდა მოხდეს.
გთხოვთ მისცეთ ამ საკითხს მსვლელობა უმოკლეს ვადაში.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Vano Goliadze
Sent: 26 August, 2020 17:01
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>
Subject: თვითიზოლაციის პროცესის მართვის სოფტის თაობაზე
მოგესალმებით,
ქალბატონი თამარის დავალებით ოპერაციულ შტაბსა და შესაბამის უწყებებს შორის აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა/შეხვედრები საკარანტინე სასტუმროებიდან პირების თვითიზოლაციაში გადასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.
შემუშავებული მიდგომის თანახმად, თვითიზოლაციაში გადასვლა შეეძლება საქართველოს მოქალაქეების და შერეული ოჯახის წევრების სამ კატეგორიას:
შშმ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, რომლებიც აღნიშნულს დაადასტურებენ ბოლო 6 თვეში გაცემული ფორმა 100-ით.
70 წელს ზემოთ პირები
12 წლამდე პირები.
თვითიზოლაციაში გადასვლის პროცედურებისა და კონტროლის ეფექტურობისთვის, მიზანშეწონილია შეიქმნას ელექტრონული აპლიკაცია, სადაც განაცხადს შეავსებენ თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველი პირები.
განაცხადზე პასუხის გაცემამდე, დეტალურად იქნება განხილული თითოეულ აპლიკაციაში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა და პირის თვითიზოლაციის შესაძლებლობა.
აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი უწყება იქნება ჯანდაცვის სამინისტრო.
საკითხის აქტუალობიდან და შესაბამისი გადაწყვეტილების დროულად შემუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, გთხოვთ, ზემოთ აღწერილი ელექტრონული აპლიკაციის შექმნისთვის საჭირო დაფინანსების შესაძლებლობა განიხილოთ მსოფლიო ბანკთან.
ვანო გოლიაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო