| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Sophio Jiadze <sjiadze@stateinspector.ge> |
| Subject : | RE: თანამშრომლობის მიმართულებები - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.07.2020 14:38 |
| Attachments : |
ქალბატონო სოფიო
დიდი მადლობა წერილისა და ინფორმაციისთვის. დიდი ინტერესით ვიმუშავებდით თქვენთან ტრეინინგ მოდულის დანერგვაზე. ამ წერილის ასლს ვაგზავნი სამინისყტროს ადმინისტარციის უფროსსა და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან ტრეინინგის პროცესის შემდგომი კოორდინაციის მიზნით.
ასევე თუ შეგიძლიათ გამიზაიროთ თქვენს მიერ მითითებული სახელმძღვანელო დოკუმენტები, მათი დისსემინაციის გეგმაზეც ვიმუშავებდით თქვენთან ერთად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Sophio Jiadze [mailto:sjiadze@stateinspector.ge]
Sent: 21 July, 2020 17:24
To: Tamar Gabunia
Subject: თანამშრომლობის მიმართულებები - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ შეხვედრისა და აქტიური თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობისათვის.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, მონაცემების ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თემის აქტუალობა კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო პერიოდში.
თქვენთან კოორდინირებული საქმიანობით, ჯანდაცვის სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჯანდაცვის სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:
ü რეკომენდაცია ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პრაქტიკაში იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ხარვეზების მხედველობაში მიღებით, გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო დოკუმენტი - „რეკომენდაცია ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ“;
ü ვიდეორგოლი - სამსახურმა ასევე, მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც მიმოხილულია ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა დამუშავების თავისებურებები;
ü სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული - სახელმწიფო ინსპექტორის ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციის (USAID) მხარდაჭერით, განხორციელდა 2014-2020 წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული. კრებულში გაანალიზებულია ინფორმაცია 30 გადაწყვეტილების შესახებ და მოცემულია კონკრეტულ რეკომენდაციები, რომელებიც ორიენტირებულია ყველაზე ხშირი დარღვევების (ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების უკანონო გამჟღავნება, გადაცემა, არაპროპორციული მოცულობით დამუშავება, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა) პრევენციაზე. ასევე, კრებულში მითითებულია წყაროები (ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის რეგულაციები, რეკომენდაციები, ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები), რომლებიც მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამ კატეგორიის მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებით. კრებულის მიზანია სამედიცინო დაწესებულებებს, სადაზღვევო კომპანიებსა და საჯარო უწყებებს (სადაც გროვდება, ინახება და მუშავდება პირის ჯანმრთელობის შესახებ მოცულობითი მონაცემები), კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომები და პრაქტიკა;
ü ტრენინგ-მოდული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა დამუშავებაზე მომზადდა ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკას. მოდული მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, მონაცემთა დაცვის მაღალი და ერთგვაროვანი სტანდარტის დამკვიდრებას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მიერ კანონის სწორ ინტერპრეტაციას. კურსი განკუთვნილია შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი სსიპ-ებისა და სამედიცინო დაწესებულებების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც წვდომა აქვთ პერსონალურ მონაცემებთან ან მონაწილეობენ მონაცემთა ბაზების შექმნაში; სამედიცინო სფეროში პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის; უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის; ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით, დაველოდებით თქვენს პასუხს.
პატივისცემით,
სოფიო ჯიაძე
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვაჩნაძის ქ. 7, 0105, თბილისი, საქართველო
მობ.: (995 577) 052041
ტელ.: (995 32) 2421000 *156
შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ: წინამდებარე წერილი კონფიდენციალურია და განკუთვნილია მხოლოდ წერილში მითითებული პიროვნების ან ორგანიზაციისათვის. თუ წერილი თქვენთვის არ არის განკუთვნილი, დაუშვებელია მისი შინაარსის გამჟღავნება, გავრცელება ან მის შინაარსზე დაყრდნობით ნებისმიერი ქმედების განხორციელება. თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ წინამდებარე წერილი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამავე წერილის გამომგზავნს.