| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; mnaskidashvili@ssa.gov.ge; Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | PPE სტანდარტული ღირებულების თაობაზე |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.07.2020 13:21 |
| Attachments : |
მოგესალმებით, კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის საკოორდინაციო კომისიის მე-8 სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა განახორციელოს თავად კლინიკამ. მოგეხხსენებათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა გლობალური დეფიციტი იდს-ების მხრივ, სახელმწიფოს მიერ მათი ცენტრალიზებულად შესყიდვა და კლინიკების მომარაგება წარმოადგენდა ერთ-ერთ პრიორიტეტს. დღევანდელი მდგომარეობით, იდს-ებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ამდენად, შესაძლებელია განხილულ იქნას საკითხი იდს-ების კლინიკების მიერ შესყიდვის თაობაზე.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ფინანსური რისკები, რაც შეიძლება დადგეს კლინიკების მხრიდან შესრულებების წარმოდგენისას. ამ მიზნით, სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვისთვის, მიზანშეწონილია შემუშავდეს საშუალო განფასება/იდს-ების სტანდარტული ღირებულება, რაც ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ იდს-ების კომპლექტაციის სავარაუდო ღირებულებას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების N23 დანართით დამტკიცებული ,,სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების მართვისათვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების რეკომენდაციების“ გათვალისწინებით.
გთხოვთ, განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110