From : Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : Fw: საკითხების ჩამონათვალი
Received On : 16.09.2020 12:21



From: Tinatin Ramishvili
Sent: Friday, September 11, 2020 5:10 PM
To: Tinatin Khardziani
Cc: Alexi Zhvania
Subject: საკითხების ჩამონათვალი
 

ქ-ნო თინათინ,


გიგზავნით საკითხების ჩამონათვალს, რომლებზეც კოორდინირების; პროცესში მონაწილეობის (სამუშაო ჯგუფების შეხვედრები) და საბოლოო დოკუმენტების გაგზავნის ფუნქციები გაბნეულია და შესრულებების ნაწილი მოდის ჩვენს სამმართველოში:

  • ​​ეროვნული, სექტორული, მულტისექტორული სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავების და ანგარიშგების პროცესი

​მათ შორის შემდეგი დოკუმენტები:

  1. ​​ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია  და სამოქმედო გეგმა
  2. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
  3. სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
  4. ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია
  5. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
  6. სახელმწიფო ენის სტრატეგია​​
  • გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების  (SDG) დოკუმენტთან, მათ შორის ეროვნულ ინდიკატორებთან დაკავშირებული საკითხები
  • სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში
  • სახალხო დამცველის რეკომენდაციები; პარლამენტის დადგენილება სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე;
  • კვლევები, რომლებიც ეხება მთლიანი უწყების და სამინისტროს სსიპების საკითხებს

პატივისცემით, 
თინა