| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: who-panel |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 31.07.2020 18:33 |
| Attachments : |
ქალბატონო თამუნა, საღამო მშვიდობისა,
გაცნობებთ, რომ ჯანმოს გენერალური დირექტორის ინიციატივით შეიქმნა პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი პანელი (IPPR), რომლის მიზანია კოვიდ-19-ის რეზოლუციის შესრულების მონიტორინგი 2021 წლის განმავლობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პანელში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან კანდიდატურის წარდგენას. კანდიდატების შერჩევას WHO-ს გენერალურ დირექტორთან კონსულტაციით, IPPR-ის თანათავმჯდომარეები (ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ელენ ჯონსონი) უზრუნველყოფენ.
წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
· possess widely recognized talent and accomplishments in their respective domains of expertise, as relevant to the work of the Panel;
· possess a broad and balanced mix of expertise, practical experience and background covering the public health, scientific, socioeconomic, management, governance and partnership aspects of the pandemic response, including dimensions spanning across sectors;
· be persons of integrity who demonstrate a strong desire to advance the work of the IPPR, with a view to ensure that the world is better equipped to prepare for and prevent, detect and respond to global health emergencies, including epidemic and pandemic prone diseases;
· not currently hold (or be a candidate for) political office, not be an elected or appointed government official;
· be able to serve as a panellist in their independent capacity for the period of at least one year.
პანელის წევრობა ანაზღაურებად პოზიციას არ წარმოადგენს. მხოლოდ მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მოხდება.
გთხოვთ, თქვენს პოზიციას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
From: Nino Kovziridze [mailto:nkovziridze@mfa.gov.ge]
Sent: 29 July, 2020 20:07
To: Maia Nikoleishvili; Ketevan Goginashvili
Cc: Nino Shekriladze; David Abesadze
Subject: who-panel
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის გადაწყვეტილებით, კოვიდ19-ის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად (WHA73.1), შეიქმნა პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი პანელი (IPPR), რომლის თანათავმჯდომარეებად დაინიშნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ელენ ჯონსონი. აქვე, გაცნობებთ, რომ WHO-ს გენერალური დირექტორის ინიციატივას პანელის შექმნის თაობაზე დადებითად შეხვდნენ ავსტრალიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, იაპონიის და შვეიცარიის ჯანდაცვის უწყებები და იმედი გამოთქვეს, რომ დამოუკიდებელი პანელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოვიდ19-ის რეზოლუციის შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით.
რაც შეეხება IPPR-ის წევრებს, დამოუკიდებელი პანელი დაკომპლექტდება წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატებით, რომელთაც, WHO-ს გენერალურ დირექტორთან კონსულტაციით, IPPR-ის თანათავმჯდომარეები შეარჩევენ.
ვინაიდან, საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოსა (EB) და WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედ კომიტეტში (SCRC) წევრობის ვადა ამოეწურა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს კანდიდატურის წარდგენა პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ დამოუკიდებელ პანელში.
აქვე, გაცნობებთ, რომ კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 3 აგვისტო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წერილს IPPR-ის წევრობის პირობების თაობაზე და გთხოვთ, განიხილოთ IPPR-ში საქართველოს კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა.
სს,
ნინო
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street