| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: შეხვედრა ჩრდ. კორეის სანქციების თემაზე |
| Received On : | 24.07.2020 16:08 |
| Attachments : |
თიკო,
2020 წლის 24 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ მოგვმართა N5337 წერილით, რომლშიც აღნიშნული იყო რომ გაეროს უშიშროების რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი ექსპერტთა პანელის ინფორმაციით ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეასთან დაემყარებინა სამედიცინო სფეროში თანამშრომლობა და ამ მიზნით 2020 წლის დასაწყისში ჩრდილეთ კორეიდან მოიწვია სამედიცინო და სავაჭრო დელეგაცია. ასევე საუბარი იყო აღნიშნული დელეგაციისა და ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეხვედრისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვაზე.
ჩვენ 2020 წლის 3 მაისის 01/4840 წერილით ვაცნობეთ, რომ სამინისტროს მხრიდან ჩრდილოეთ კორეის სამედიცინო და სავაჭრო დელეგაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ინიცირების თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და სამინისტროს ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის არავითარი მცდელობა არ ჰქონია.
ორშაბათს, იუსტიციის სამინისტროში, 27 ივლისს 11:00 საათზე დაგეგმილ უწყებათაშორის შეხვედრაზე ჩვენი კუთხით მხოლოდ ეს საკითხი შეიძლება დაისვას, რაზეც წერილობითაც გვაქვს ინფორმაცია მიწოდებული. შეხვვედრაზე ძირითადად განიხილება ჩრდილოეთ კორეიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მოქალაქეებისა და მათ სამშობლოში დაუყოვნებლივ რეპატრიაციის ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები. გთხოვ, იხილო ქვემოთ მეილი.
თიკო, როცა შეძლებ გთხოვ, გამაგებინე შეძლებ თუ არა შეხვედრაზე დასწრებას ან ვინ დავასახელოთ.
მადლობა წინასწრა.
მაიკო
From: Ketevan Sarajishvili
Sent: Thursday, July 23, 2020 10:51 AM
To: kkemoklidze@nsc.gov.ge; e.machavariani@mia.gov.ge; Shalva Tsiskarashvili
Cc: Gocha Lordkipanidze
Subject: შეხვედრა ჩრდ. კორეის სანქციების თემაზე
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, UNSCR 1874 (2009) რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი ექსპერტთა პანელის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წამოადგენს ჩრდილოეთკ ორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (შემდგომში - DPRK) საკითხზე UNSCRs 1718 (2006), 1874(2009), 2087 (2013), 2094 (2013), 2270 (2016), 2321 (2016), 2356 (2017), 2371 (2017), 2375 (2017) და 2397 (2017) რეზოლუციებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება და გაანალიზება.
ექსპერტთა პანელის მიერ მოწოდებულ წერილში განმარტებულია, რომ UNSCR 2397(2017) რეზოლუციის მე-8 პარაგრაფის თანახმად წევრ სახელმწიფოებს დაეკისრათ მათ ტერიტორიაზე მომუშავე DPRK-ის მოქალაქეების სამშობლოში დაუყოვნებლივ რეპატრიაციის ვალდებულება. აღნიშნული ღონისძიებებისთვის წევრ სახელმწიფოებს განესაზღვრათ 24-თვიანი ვადა, რომლის ათვლაც დაიწყო 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ამავე რეზოლუციით წევრ სახელმწიფოებს განესაზღვრა შუალედური და საბოლოოა ნგარიშების წარდგენის ვალდბულება (15 თვის ვადაში). ექსპერტთა პანელი ხაზს უსვამს, რომ ქართულ მხარეს არ წარმოუდგენია შუალედური ანგარიში DPRK-ის მოქალაქეების სამშობლოში დაუყოვნებლივ რეპატრიაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. ზემოაღნიშნულთან ერთად, ექსპერტთა პანელის წერილში საუბარია ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა იმყოფებოდნენ DPRK-ის მოქალაქე დასაქმებული პირები.
იმავე სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსპერტთა პანელი მიუთითებს, 2018 წლიდან დიდი რაოდენობით DPRK-ის მოქალაქეების, რუსეთის ფედერაციის გავლით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაძლო შემოდინების თაობაზე.
ზემოთ მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ექსპერტთა პანელი UNSCR 2464(2019) რეზოლუციის მე-5 პარაგრაფზე მითითებით, ქართულ მხარეს სთხოვს წარმოადგინოს:
- ინფორმაცია 2017 წლის სექტემბრიდან DPRK-ის მოქალაქეებზე გაცემული სამუშაო ნებართვების თაობაზე (მათ შორის, ინფორმაცია ამ სახის ნებართვების განახლებისა თუ გაგძელების შესახებ), იმ პირების მონაცემების მითითებით, რომლებზეც გაიცა სამუშაო ნებართვები. ექსპერტთა პანელი ითხოვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიეთითოს ამგვარი ნებართვის გაცემის თარიღები, დამსაქმებელი, პასპორტისა და ვიზის შესახებ ინფორმაცია და მათი ასლები. სამუშაო ნებართვებში შესაძლოა ასევემ ოიაზრებოდეს სამუშაო ვიზები, სამუშაო ბინადროების ნებართვები;
- DPRK-ის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ექვემდებარებიან რეპატრიაციას UNSCR 2397 (2017) რეზოლუციისმე-8 პარაგრაფის შესაბამისად (თუკი არიან რეზიდენტი პირები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ რაოდენობაში, ინფორმაცია მათი ამ სიიდან ამოღების მიზეზების თაობაზე). ასევე, ინფორმაცია, საქართველოს მიერ DPRK-ის მოქალაქეთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე;
- ინფორმაცია DPRK- ის მოქალაქე დასაქმებულების რუსეთის ფედერაციის გავლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, არიან პირები რომელებიც გარკვეული პერიოდულობით და ინტენსივობით შემოდიან საქართელოში. Word_ის დოკუმენტად ვაგზავნი მოძიებულ ინფორმაციას.
სანამ გაეროს შესაბამის კომიტეტს მოთოვნილ ინფორმაციას მივაწვდიდეთ მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი შეხვედრის ფორმატში განვიხილოთ აღნიშნული საკითხის და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ, ეკონომიკური თუ სხვა დაკავშირებული თემატიკა.
ამდენად, გთხოვთ, 27 ივლისს 11:00 საათზე დაესწროთ მინისტრის მოადგილეების დონეზე დაგეგმილ საკოორდინაციო შეხვედრას და ასევე გვაცნობოთ თქვენი უწყებიდან რომელი მინისტრის მოადგილე/სამსახურის უფროსი მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას.
შეხვედრას უხელმძღანელებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე.
პატივისცემით,
ქეთი
ქეთევან სარაჯიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საერთაშორისო საჯარო სამართლის
დეპარტამენტის უფროსი
მის.: გორგასლის ქ.24ა, 0114, თბილისი, საქართველო
ტელ.: (+995 322) 40 58 98
ფაქსი: (+995 322) 40 52 04
მობ.: (+995 599) 85 01 33
ელ-ფოსტა: ksarajishvili@justice.gov.ge
ვებ.გვერდი: www.justice.gov.ge