| From : | Lasha Imerlishvili <limerlishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ნებართვის აღება |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.10.2020 07:17 |
| Attachments : |
From: Lasha Imerlishvili
Sent: ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2020 11:07
To: 'comp2020@spa.gov.ge'
Subject: ნებართვის აღება
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ყველა ეკონომიკურ დარგზე, მათ შორის მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით საწარმო/ორგანიზაციების ინსპექტირებას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით.
დეპარტამენტი ახორციელებს რეაგირებას სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან კრიტიკული შეუსაბამობის გამო ობიექტებზე სამუშაო პროცესის შეჩერებაზე, რაც საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას და გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებზე დეპარტამენტის თანამშრომელთა რაც შეიძლება სწრაფ გამოცხადებას. დეპარტამენტის უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოხდა თანამშრომელთა რიცხვოვნობის ზრდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბიუჯეტიდან (პროგრამული კოდი 27 05 02) 65 (სამოცდახუთი) ცალი პერსონალური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვას, რაზეც მოთხოვნა გაკეთებული არ გვაქვს. აღნიშნული განაპირობა შრომის ინსპექტორების რაოდენობის ზრდამ, რისი განსაზღვრაც დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელი იყო. ამასთან, მოგახსენებთ რომ გამარჯვებულ კომპანიასთან აღნიშნული საკითხი დავაზუსტეთ და თქვენი ნებართვის შემთხვევაში მას შეუძლია აღნიშნული რაოდენობის პროდუქციის ჩვენთვის მოწოდება.
ამრიგად, გთხოვთ დაგვთრთოთ ნება შესყიდვა განვახორციელოთ კონსოლიდირებულ ტენდერში CON190000758 გამარჯვებული მიმწოდებელისგან.
პატივისცემით,
ლაშა იმერლიშვილი
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს
მთავარი სპეციალისტი
მობ: +995574475005
ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. N144
Best regards,
Lasha Imerlishvili
Chief Specialist of State Procurement Administration
Mobile: +995574475005
Tbilisi, Akaki Tsereteli ave. N144