| From : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| To : | MTokmazishvili@csb.gov.ge |
| Subject : | FW: კვლევა დისტანციურად მუშაობის შესახებ - ფოკუს-ჯგუფი |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.09.2020 07:00 |
მოგესალმებით,
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილ „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“, რომელიც ითვალისწინებს კვლევას საჯარო სამსახურში დისტანციური მუშაობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე მოხელეებს, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით და ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ უწევთ დისტანციური რეჟიმით მუშაობა.
საუკეთესო სურვილებით,
ნათელა ზურაბიშვილი
From: Maka Tokmazishvili [mailto:MTokmazishvili@csb.gov.ge]
Sent: Thursday, September 10, 2020 11:38 AM
Cc: Irina Aghapishvili; Gvantsa Beselia
Subject: კვლევა დისტანციურად მუშაობის შესახებ - ფოკუს-ჯგუფი
მოგესალმებით,
საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ატარებს კვლევას საჯარო სამსახურში დისტანციური მუშაობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიცაა მისი უპირატესობებისა და თანმდევი პრობლემური საკითხების გამოკვეთა და მოხელეთა გამოცდილების შესწავლა COVID-19-ის კონტექსტში.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 17 სექტემბერს, 11 საათზე, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ჩატარდება ფოკუს-ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყებაში მოხელეთა დისტანციურად მუშაობის გამოცდილების შესწავლას ემსახურება. შეხვედრა დაახლოებით 1,5-2 საათი გაგრძელდება.
გთხოვთ, რომ თქვენი უწყებიდან წარმოგვიდგინოთ 1 მოხელე, რომელიც იკავებს მენეჯერულ პოზიციას, აქვს დისტანციურად მუშაობის გამოცდილება და შეძლებს ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობის მიღებას. საკვლევი თემის აქტუალურობისა და საჭიროების გათვალისწინებით, თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, დასახელებული კანდიდატის მონაწილეობა ფოკუს-ჯგუფში დაგვიდასტუროთ 14 სექტემბრამდე და მოგვწეროთ მისი სახელი, გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, შემეხმიანოთ.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
Maka TOKMAZISHVILI | მაკა თოქმაზიშვილი
Invited Specialist, Analytical Department | ანალიტიკური დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი
CIVIL SERVICE BUREAU OF GEORGIA | საჯარო სამსახურის ბიურო
7 Ingorokva str. 0114, Tbilisi, Georgia | თბილისი ინგოროყვას ქ.N7
☎: +995 32 2192727 (ext.: 119)
✆: +995 595 956246