| From : | Ilia Tsintsadze <itsintsadze@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: დაუმთავრებელი მშენებლობა |
| Cc : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.09.2020 16:15 |
| Attachments : |
გიგზავნით დაკორექტირებულ დაუმთავრებელი აქტივების ნუსხას, ყვითლად აღნიშნულია დასაზუსტებელი ინფორმაცია.
From: Nino Kobaidze [mailto:ninokobaidze14@yahoo.com]
Sent: 14 September, 2020 19:26
To: Ana Gogberashvili; Ilia Tsintsadze
Cc: Beka Jakeli; Maia Gotiashvili
Subject: დაუმთავრებელი მშენებლობა
მოგესალმებით,
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის პასუხად გაცნობებთ:
1. დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე თამარაშვილის 15ა შენობის ღირებულება წარმოადგენს 2018 წელს დევნილთა სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ საბალანსო მონაცემებით ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადმოსული მისაღები ცენტრის დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებას 15254.47 ლარი.
2. ჯანდაცვის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობის საბალანსო ანგარიშზე შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-კლინიკების (სტეფანწმინდის კლინიკის ფუნქციონირებისათვის გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების და წალკის, ცაგერის, დაბა ხარაგაულის და დაბა თიანეთის საავადმყოფოების რკინის კონსტრ. ნარჩენების შესანახი ოთახების მოწყობის) სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, რომელიც სამინისტროს მიერ ანაზღაურებულ იქნა 2019 წელს. დანართის სახით წარმოგიდგენთ ხაზინის ამონაწერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
3. სამინისტროს დაუმთავრებელი ანგარიშზე აღრიცხული "ზუგდიდის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკი"-ს ღირებულება 703663 ლარი და უნივერსიტეტის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი-ს ღირებულება 530 ლარი, წარმოადგენს დაზუსტებას აღნიშნული ხარჯი არ წარმოადგენს 2019 წელს " სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვ"-ის პროგრამის ფარგლებში გაწეულ ხარჯს გადასამოწმებელი და დასაზუსტებელი იქნება 2019 წლის წლამდე პერიოდის აღრიცხვასა და პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციაში.
პატივისცემით,
ნინა კობაიძე