From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : D-დიმერის განსაზღვრა
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>
Received On : 21.10.2020 14:13

ქალბატონო ეკატერინე,    

შეთანხმებისამებრ გიგზავნით იმ პათოლოგიებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, რომლის დროსაც არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების მომატებული რისკი და შესაბამისად, საჭიროა (სასურველია) სისხლში D-დიმერის განსაზღვრა (აგრეთვე გავუკეთებთ სისხლის საერთო ანალიზასაც) ბინაზე დატოვებულ და/ან საკარანტინე სასტუმროში მოთავსებულ COVID-19-ით ავადმყოფებში.   

შენიშვნა: ეს გამოკვლევები გაუკეთდება მხოლოდ სასტუმროში მოთავსებულ ავადმყოფებს, თუ ბინაზე მყოფებსაც - თქვენი გადასაწყვეტია არსებული რესურსის გათვალისწინებით. ისე, რა თქმა უნდა, თუ ბინაზე მყოფებსაც გაუკეთდებოდათ, გაცილებით უკეთესი იქნება.    

 

ბინაზე ან საკარანტინე სასტუმროებში მეთვალყურეობაზე მყოფი იმ COVID-19-ით პაციენტების ჩამონათვალი, რომელთაც სასურველია ჩაუტარდეთ სისხლში

D-დიმერის გამოკვლევა და სისხლის საერთო ანალიზი:   

 

1-     ასაკი 40 წელს ზემოთ (ყოველ დამატებით 10 წლეულზე თრომბოემბოლიის რისკი იზრდება (ორმაგდება))

 

შენიშვნა:  თუ 40 წელს ზემოთ ვერ შევძლებთ პაციენტთა სიმრავლის გამო, მაშინ 50 წელს ზემოთ მაინც.

 

2-     ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიის არსებობა

 

3-     სიმსუქნე (სიმსუქნით დაავადებულ პირებს გაორმაგებული აქვთ ვენური თრომბოემბოლიის რისკი)

 

4-     ვენების ვარიკოზის არსებობა

 

5-     ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან ესტროგენების მიღება მენოპაუზის სიმპტომების საწინააღმდეგოდ

 

6-     ვენური თრომბოემბოლიის ოჯახური ანამნეზი (განსაკუთრებით პირველი რიგის ნათესავებში)

 

7-     გენეტიკური მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და თრომბოემბოლიური გართულებების განვითარებას

შენიშვნა:     ამას, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი ვერ განსაზღვრავს, მაგრამ მან უნდა ჰკითხოს ავადმყოფს, ხომ არ იცის ამ უკანასკნელმა, რომ აქვს რაიმე ასეთი გენეტიკური მდგომარეობა.

 

8-     ორსული ან მშობიარობის შემდგომი პერიოდი   

 

9-     ტრავმული დაზიანება, განსაკუთრებით ქვედა კიდურების და ხერხემლის მიდამოში

პატივისცემით,

თენგიზ ცერცვაძე

P.S. ქ-ნო ეკატერინე. ეს აქცია შეიძლება შესასრულებლად ძნელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით და კარგია, თუ შევძლებთ. ასე მაგალითად, უკვე ხუთი უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა ბინაზე და ერთი - სასტუმროში. ამის გარდა პაციენტებს ექნებათ განცდა, რომ სახელმწიფოს ისინი არ მიუტოვებია და მათზე ზრუნავს.