| |||||
| |||||
საქართველოში
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა
დისტანციური მუშაობის ორგანიზების შესახებ
| |||||
,,ახალი
კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო
დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებისა
და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით
დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის
„ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“
ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1.
საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის
მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)
ცენტრალური აპარატი გადავიდეს მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. 2.
დაევალოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს, საკუთარი
პასუხისმგებლობით, სტრუქტურული ქვედანაყოფის აუცილებელი ფუნქციების
უწყვეტობის, თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა სოციალური
ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვრონ ამ ქვედანაყოფში დასაქმებულ
თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი: ა) სრულად დისტანციური
(როდესაც თანამშრომლის გამოცხადება არ ხდება სამინისტროში, გარდა
განსაკუთრებული აუცილებელი შემთხვევებისა, როდესაც მოხდება სამინისტროს
მხრიდან მისი გამოძახება); ბ) შერეული
(როდესაც განისაზღვრება შესაბამისი დღეები/დღის შესაბამისი პერიოდი
სამუშაო კვირის განმავლობაში, რა დროსაც აუცილებელია თანამშრომლის
სამსახურში გამოცხადება (აუცილებელი ჰიგიენური წესების დაცვით)); 3. დაევალოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღავანელებს: ა)
დასაქმებულ თანამშრომელთა მიმართ შესაბამისი მუშაობის რეჟიმის გამოყენების
შესახებ ინფორმაციის სამინისტროს ადმინისტრაციისათვის მიწოდება; ბ)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების სპეციფიკის გათვალისიწნებით,
წარმოადგინონ მოქალაქეთათვის მომსახურების დისტანციური მიწოდებისათვის
საჭირო წინადადებები. 4.
სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა
ღონისძიებები განისაზღვროს ,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო
გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის
განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულებით. 5.
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა უზრუნველყონ
,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით
საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529
განკარგულების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისათვის შესაბამისი
ღონისძიებების გატარება.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |