From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN>
Subject : 6-7 აგვისტო მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 07.08.2020 10:04
Attachments :

მედია მონიტორინგი

6 აგვისტო

ტელევიზია

შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

06.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    06.08.2020 - I არხი - მოამბე 12:00

შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა.საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა. მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ, ბინებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს.

ერთჯერადი დახმარება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    06.08.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

410 მლნ-ის ღირებულების სოციალური დახმარება არჩევნების წინ. გახარიამ დღეს ახალი პაკეტი დაანონსა. 200 ლარს მიიღებს 17 წლამდე ყველა მოქალაქე. კომუნალურ გადასახადებს დაუფარავენ იმ ადამიანებს, ვინც 200 კილოვატსაათზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. სწავლის საფასურს კი გადაუხდან 33 000 სტუდენტს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ არჩევნების წინ სოციალური დახმარების დაანონსება ეს ამომრჩეველთა მოსყიდვაა. დღეს პრემიერმა თქვა, რომ შესაძლოა მოქალაქეებს სოციალური დახმარების პაკეტი მომავალი წლის იანვრიდანაც დაურიგდეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

06.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    06.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. 2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა. ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

06.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    06.08.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურებული. „კოვიდ-19“-ის დამარცხება კიდევ 13 პაციენტმა შეძლო. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

მთავრობის გადაწყვეტილება

06.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    06.08.2020 - I არხი - მოამბე 15:00

სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მე-3 ეტაპი - საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება გააჟღერა: მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. ამასთან, გადაწყდა, რომ 300-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხებათ იმ თვითდასაქმებულებსაც, რომელთაც დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენა ვერ მოახერხეს. „ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა რომ დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.

პანდემია გრძელდება და სოციალური დაცვის პაკეტიც ფართოვდება

06.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    06.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

პანდემია გრძელდება და სოციალური დაცვის პაკეტიც ფართოვდება. 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ანაზღაურებას მიიღებს დამატებით კიდევ 80 000-ზე მეტი თვითდასაქმებული. უცვლელი რჩება კომუნალური გადასახადების დაფარვის სქემაც და ის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კვლავ აქტიური იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადად, 200 ლარით დახმარება. როგორც გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს დახმარება განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი.

როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა სოციალური დახმარებები

06.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    06.08.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა სოციალური დახმარებები, დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ ჯანდაცვის მინისტრისგან. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენს მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-დან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სოციალური დახმარების ახალი პაკეტი - შეფასებები

06.08.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    06.08.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

არასამთავრობოები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან დარღვევებზე საუბრბენ. მათ კითხვებს მთავრობის აახალი ანტიკრიზისული გეგმაც უჩენს. არასამთავრობოების ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ. გიორგი ნატროშვილი: ამ პანდემიურ პერიოდში, როცა მოსახლეობის ნაწილს პრობლემა შეექმნა, საკამათოა, რამდენად შეიძლება ასეთ პროგრამებს გაუმართლებელი უწოდო. ის ფული რაც იხარჯება ამ პროგრამებზე, არის ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები და ასე უნდა შევხედოთ, რომ მთავრობა გვიბრუნებს ამ ფულს უკან. ვახუშტი მენაბდე: არის საფრთხე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს წინასაარჩევნოდ. რადგან შესაძლოა ხელისუფელაბამ ეს გამოიყენოს, როგორც მანიპულაცია ამომრჩევლის ხმების მოზიდვისთვის.

პანდემია გრძელდება და სოციალური დაცვის პაკეტიც ფართოვდება

06.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    06.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

პანდემია გრძელდება და სოციალური დაცვის პაკეტიც ფართოვდება. 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ანაზღაურებას მიიღებს დამატებით კიდევ 80 000-ზე მეტი თვითდასაქმებული. უცვლელი რჩება კომუნალური გადასახადების დაფარვის სქემაც და ის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კვლავ აქტიური იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადად, 200 ლარით დახმარება. როგორც გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს დახმარება განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი.

მასობრივი ტესტირება საქართველოში

06.08.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    06.08.2020 - კავკასია - დღეს 19:00

საქართველოში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა. მისი თქმით, ტესტირების მიზანი ყველა იმ ადამიანის გამოვლენაა, რომელმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. მან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა სტაბილური. ჯანდაცვის მინისტრმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

სოციალური დახმარების ახალი ტალღა

06.08.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    06.08.2020 - კავკასია - დღეს 19:00

საქართველოს მთავრობა სოციალური დახმარების მესამე ტალღას იწყებს. გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სასაწავლო წლის დაწყებისას 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. სახელმწიფოსგან დახმაერბა ერგებათ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც. დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც თავის დროზე შესაბამისი საბუთები ვერ მოაგროვეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დახმარების მისაღებად საჭირო დახმარების მისაღები დოკუმენტაციის ნუსხა მარტივი იქნება. მთავრობის მიერ გაცემულ დახმარებას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს ოპოზიცია.

სოციალური დახმარება

06.08.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    06.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

უპრეცედნეტო ეკონომიკური კრიზისი რომლის დაწყებიდან 6 თვის თავზე ხელისუფლებას მოქალაქეები გაახსენდა. 300 ლარიანი შემწეობა ყველა თვითდასაქმებულისთვის, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. 17 წლამდე მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარება, კომუნალურების სუფსიდია და სოც დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა ბიუჯეტიდან. ეს ყველაფერი ოპოზიციამ და ეკონომისტებიმა ამომრჩევლის მოსყიდვავ უკვე შეაფასეს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ხელისუფლებას 6 თვის წინაც შეეძლო მოქალაქეებისთვის დახმარების ხელი გაეწვდინა და 6 თვის განმავლობაში სხვათაშორის ეს მოქალაქეები შიმშილობდნენ. "ეს არის ცალსახად, წინასაარჩევნოდ, ხალხის მოსყიდვის მიმართულებით განხორციელებული ქმედება.

100 000 ლარიანი გირაო ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს

06.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    06.08.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

100 000 ლარიანი გირაო ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს და პატიმრობა ამავე კლინიკის ექიმებს-ბრალდება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა და სამსახურეობრივი გულგრილობაა. დაზარალებული პაციენტის ოჯახი კი შვილის გადასარჩენად იბრძვის და დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

7 აგვისტო

ტელევიზია

კორონავირუსი

07.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    07.08.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოში ახალი კოროინავირუსის დადასტურებული 1206 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 987

კორონავირუსი

07.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    07.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს. 2. 18 კოვიდინფიცირებული რჩება ბათუმის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ შორის ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. 17 პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. 3. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება აფხაზეთში. ოკუპირებულ რეგიონში ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 4. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანამ შეძლო და ვირუსი კონტროლირებადი გახადა. გლობალური და საზოგადოებრი ჯანმრთელობის საკითხებში მრჩევლის თქმით, იმისთვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს, მხოლოდ სახელმწიფო მიერ გატარებული რეგულაციები არ კმარა.

ქართული ერთჯერადი პირბადეები ექსპორტზე გავა

07.08.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ახალი დღე

Link:    07.08.2020 - I არხი - ახალი დღე

ქართული პირბადეებით ამერიკაში, აზერბაიჯანში, ისრაელსა და უკრაინაში დაინტერესდნენ. კომპანია სიოს ოთხივე ქვეყანაში სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილი აქვს. სიოს წარმოებული პირბადეები 100% ეკომეგობრულია და ბიოდეგრედირებული მასალისგან მზადეება. ამ დროისთვის უკვე წარმოებულია ერთ მილიონამდე ერთებული პროდუქტი თუმცა კომპანია მზად არის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში თვეში 3 მლნ ერთეული აწარმოოს.

კორონავირუსი

07.08.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    07.08.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოში კოროინავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 994-ს.

კორონავირუსი

07.08.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    07.08.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს. 2. 18 კოვიდინფიცირებული რჩება ბათუმის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათ შორის ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. 17 პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. 3. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება აფხაზეთში. ოკუპირებულ რეგიონში ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 4. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანამ შეძლო და ვირუსი კონტროლირებადი გახადა. გლობალური და საზოგადოებრი ჯანმრთელობის საკითხებში მრჩევლის თქმით, იმისთვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს, მხოლოდ სახელმწიფო მიერ გატარებული რეგულაციები არ კმარა.

ქუთაისში დიალეზის საჭიროების მქონე პაციენტებმა აქცია გამართეს

07.08.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    07.08.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მცხოვრებლები, რომლებსაც დიალეზი სჭირდებათ და ამ მიზნით ქუთაისში უწევთ სიარული აცხადებენ, რომ საჭირო სამედიცინო სერვისს ვერ იღებენ. ამ პრობლემის გასაპროტესტებლად მათ დღეს, 7 აგვისტოს აქცია გამართეს. მოსახლოება აცხადებს, რომ დიალეზის აპარატი დაზიანებულია და მედიკოსები მათ სათანადო პროცედურას ვერ უტარებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა.

6 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

შიდა ქართლში 37 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

06.08.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    06.08.2020 - პია.ჯი

გორსა და ხაშურში, 37 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.

80 ათასი მოქალაქე 300-ლარიან დახმარებას მიიღებს - გახარია

06.08.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - 2020ნიუს.ჯი

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით, 300 ლარი დაერიცხება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა და ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ეს თხოვნა დაუკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი — StopCov

06.08.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    06.08.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

პანდემიის რეგულაციების დარღვევისთვის, თელავის აგრარული ბაზარი 2 ათასი ლარით დაჯარიმდა

06.08.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - 2020ნიუს.ჯი

Print პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის, თელავის აგრარული ბაზარი 2 ათასი ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების შემდეგ, ბაზრის ადმინისტრაციამ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაზარში შესვლასა და საქმიანობის განხორცილებას ითხოვდნენ. ვითარების გასაცნობად, ადგილზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მივიდა და ბაზრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიეფემ.ჯი

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. „დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი.

შერიგების მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

06.08.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    06.08.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ახვლედიანი ყოველთვის იყო „ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ ის უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან“.

აღდგება თუ არა ფრენები საბერძნეთთან? - მინისტრის განცხადება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

საბერძნეთთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა, რომელშიც ჩართულია საბერძნეთის მთავრობა და მისი ელჩი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როდიდან და რა პირობებით მიიღებენ ბავშვები 200 ლარიან დახმარებას? - მინისტრი

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს სავარაუდოდ 1-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში მიიღებენ. როგორც ტიკარაძემ განმარტა, სამინისტრო ამჟამად მუშაობს დოკუმენტაციაზე, რომელიც მშობლებმა კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მომავალ კვირაში სამინისტრო გააჟღერებს დოკუმენტაციის ნუსხას, თუ რა უნდა წარადგინოს მშობელმა და პორტალს, სადაც ისინი უნდა აიტვირთოს. ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს.

სოციალურ დახმარებებზე მთავრობა 410 მლნ ლარს დახარჯავს

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ახალი სოციალური დახმარების პაკეტი გააცნო. მთვრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც მთავრობას მიმართა ერჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებს. ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს 17 წლამდე ბავშვები.

ვიწყებთ კვლევას, იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი"

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

დღევანდელი ეპიდემილოგიური ვითარება არის საყურადღებო, მაგრამ მართული ჩვენს მიერ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ითანამშრომლონ ეპიდემილოგებთან. მინისტრის ინფორმაციით, არის რეგიონები, სადაც თანამშრომლობა ძალიან რთულია მოქალაქეებთან, რაც ვირუსის გამოვლენაზე აისახება.

როდის მიიღებენ 17 წლის ჩათვლით ბავშვები დახმარებას – ტიკარაძის განმარტება

06.08.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    06.08.2020 - რეგინფო.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დააზუსტა, რომ ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას საქართველოს მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ. მანამდე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დახმარება 17 წლამდე ბავშვებზე გაიცემოდა.

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა COVID-19 უსიმპტომოდ - ქვეყნის მასშტაბით კვლევა დაიწყება

06.08.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    06.08.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაიწყება კვლევა, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი.

17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება - ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    06.08.2020 - პრესა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    06.08.2020 - ინფო9

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს

06.08.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    06.08.2020 - კვირა.ჯი

“კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა მისივე თქმით, ორკვირიანი კარანტინის ღონისძიებების მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

ეკატერინე ტიკარაძე: 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების თანხა პირველიდან 15 სექტემბრამდე ანაზღაურდება

06.08.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    06.08.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადი, 200 -ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბრამდე ანაზღაურდება. მისივე თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმისაწვდომს გახდის იმ პორტალს, სადაც დოკუმენტაციის ატვირთვა მოხდება. „ჩვენი გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრი - მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი

06.08.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მაღალი დამყოლობით შეასრულებს რეკომენდაციები, დღესაც გაითვალისწინონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა რთულდება, რაც ვირუსის გამოვლენაზე აისახება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ სტაბილური, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან არის მართული.

როდიდან გაიცემა 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიეფემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

"საქართველოში მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა, ყველა იმ ადამიანის გამოსავლენად, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი"

06.08.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    06.08.2020 - ამბები.ჯი

მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მაღალი დამყოლობით შეასრულებს რეკომენდაციები, დღესაც გაითვალისწინონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა რთულდება, რაც ვირუსის გამოვლენაზე აისახება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ სტაბილური, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან არის მართული.

შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

06.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    06.08.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

06.08.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    06.08.2020 - გურიანიუს.ქომ

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

სწავლის დაწყებამდე სრულად ანაზღაურდება თანხები — ტიკარაძე 17 წლამდე ბავშვების კომპენსაციაზე

06.08.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    06.08.2020 - ონ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცახდებით, ზუსტი დეტალები, როდის მიიღებენ 17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერად კომპენსაციას, შემდეგი კვირიდან იქნება ცნობილი. თუმცა მისი თქმით, კომპენსაციები უკვე გაცემული იქნება სწავლის დაწყებამდე — 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. მინისტრის განმატებით, იმისთვის, რომ ანაზღაურება ოპერატიულად მოხდეს, საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა მაქსიმალურად მარტივი იქნება.

ბავშვები 200 ლარიან დახმარებას 1-დან 15 სექტემბრამდე მიიღებენ

06.08.2020

მედია საშუალებები:    ლაივპრეს.ჯი

Link:    06.08.2020 - ლაივპრეს.ჯი

ბავშვებისთვის მთავრობის 200 ლარიანი დახმარება 1-დან 15 სექტემბამდე ანაზღაურდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. "განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა.

17 წლამდე ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    06.08.2020 - ონ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. მან ამის შესახებ TV Imedi-ს ეთერში ისაუბრა. "დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

17 წლამდე ბავშვები კომპენსაციას 15 სექტემბრამდე მიიღებენ

06.08.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - ესქეინიუს.ჯი

კომპენსაციის მისაღებად, მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სპეციალური საიტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. კომპენსაციის მიღება შეუძლია ყველას, 0-დან 17 წლამდე ასაკის ჩათვლით.

ეკატერინე ტიკარაძე: 17 წლის ჩათვლით ბავშვები კომპენსაციას 1-დან 15 სექტემბრამდე მიიღებენ

06.08.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    06.08.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაცით 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას 1 სექტებრიდან 15 სექტემბრამდე მიიღებს. სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა თუ რა დოკუმენტები იქნება წარსადგენი უწყებისთვის, რაც შემდეგ კვირას გახდება ცნობილი. „ჩვენი გადაწყვეტილებით 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ კომპენსაციას, კონკრეტულ დოკუმენტებზე ჯანდაცვის სამინისიტროს დაწყებული აქვს მუშაობა და ჩემი მოადგილე დეტალურად გააცნობს ამას საზოგადოებას თუ რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს კომპენსაცია მიიღონ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვფიქრობთ რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს საჭირო დროს თანხების ანაზღაურება. შემდეგ კვირაში ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და კომპენსაციის ანაზღაურება მოხდება 1 სექტემრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი – მთავრობის განკარგულება

06.08.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    06.08.2020 - გურიანიუს.ქომ

მთავრობამ 3 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში სამუშაოდ შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების წესი დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში“ შევიდა.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაცია 15 აგვისტოდან შეეძლებათ – მინისტრი

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    06.08.2020 - ბათუმელები.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ“

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ბაზას, რომლებსაც სწავლის პროცესი გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მთავრობა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს, ხოლო სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ.

როდიდან შეძლებენ დახმარების მისაღებად ბავშვების მშობლები რეგისტრაციას? - მინისტრის განმარტება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.08.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების მშობლები, რომლებსაც სურვილი ექნებათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარება, რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ.

შრომის ინსპექცია თელავის აგრარული ბაზრის 2000 ლარით დაჯარიმებას უარყოფს

06.08.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    06.08.2020 - რეგინფო.ჯი

მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თელავის აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ბაზრის დირექტორმა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. აგრარული ბაზარის დაკეტვა დასაქმებულებმა გააპროტესტეს და სამუშაო ადგილზე შესვლა მოითხოვეს. მოვაჭრეებთან მოსალაპარაკებლად ბაზრის დირექტორი მერაბ თურქოშვილი და კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი მივიდნენ. საბოლოო ჯამში, აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა.

როდიდან ჩაერიცხებათ 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს 200 ლარიანი დახმარება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    06.08.2020 - ინფო9

დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები 15 აგვისტოდან დარეგისტრირებას შეძლებენ. კომპენსაცია კი, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ჩაირიცხება. „დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როდიდან ჩაერიცხებათ 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს 200 ლარიანი დახმარება

06.08.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    06.08.2020 - პია.ჯი

დღეს 6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები 15 აგვისტოდან დარეგისტრირებას შეძლებენ. კომპენსაცია კი, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ჩაირიცხება.„დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    06.08.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება, ხოლო თუ მშობელი რეგისტრაციას არ გაივლის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს დახმარების მიღებაზე. "ჩვენ ვმუშაობთ იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    06.08.2020 - ტაბულა.ჯი

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ TV იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ილაპარაკა. "ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება.

რამდენი ბავშვი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას და რა დაუჯდება ბიუჯეტს ეს პროგრამა

06.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    06.08.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები, ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, რომელსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება.

როდის დაიწყება რეგისტრაცია 17 წლამდე ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად

06.08.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    06.08.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. მინისტრმა ამის შესახებ TV Imedi-ის ეთერში ისაუბრა. „დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, პრემიერის გადაწყვეტილებით, 17წლის ჩათვლით ყველა ბავშვები ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას, სოციალურად დაუცველი სტუდენტები კი ერთი სემესტრის სწავლის გადასახადს მიიღებენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება

06.08.2020

მედია საშუალებები:    ოდიშინიუს.ჯი

Link:    06.08.2020 - ოდიშინიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების, ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება. ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი. „განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, – განაცხადა ტიკარაძემ

7 აგვისტო

ინტერნეტ სააგენტო

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

07.08.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    07.08.2020 - კომერსანტ.ჯი

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დასაფინანსებლად მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ

07.08.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    07.08.2020 - ინფო9

სოციალურად დაუცველი სტუდენტების ბაზას, რომლებსაც სწავლის პროცესი გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მთავრობა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ.

ექიმების საქმე: სამედიცინო ასოციაციების გაერთანება ვახტან ყიფიანს მხარდაჭერას უცხადებს

07.08.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    07.08.2020 - ნიუპოსტს.ჯი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა გუშინ. გაერთიანება მხარდაჭერას უცხადებს დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს და სპეციალურ მიმართვს უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს. „შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას.

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 7-ია — StopCov

07.08.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    07.08.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7დამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი შემთხვევა იმპორტირებულია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. კიდევ ერთ შემთხვევაზე, კონტაქტებისა და წყაროების დასადგენად, ეპიდემიოლოგიური კვლევის პროცესი გრძელდება. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 213-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 6 680 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 333 პაციენტია. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

 

პრესა

18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი კომეპნსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

07.08.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    07.08.2020 - რეზონანსი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. "დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს. "მთავრობას ესაჭიროება სრული მონაცემები. კონკრეტულად, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი", — განმარტა ტიკარაძემ.

17 წლამდე ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

07.08.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    07.08.2020 - ახალი თაობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. - დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს. - მთავრობას ესაჭიროება სრული მონაცემები, კონკრეტულად, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი, - განმარტა ტიკარაძემ.

​